x
image
ციცი
Mediator image
"დაანებეთ თავი ამ მუტანტ პოლიტიკოსებს და იფიქრეთ ჩვენს კამიკაძე ქალაქზე..."-ქეთევან სადღობელაშვილი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს-"მალე ბეტონის გაუვალ ტყეებში ამოვიხრჩობით."
image
საზოგადოებრივი მაუწყებელის პროდუსერი ქეთევან სადღობელაშვილი ბოლო დროს თბილისში მომრავლებულ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით ქართული მედიის წარმომადგენლებს მიმართავს:

"ქართული მედიის წარმომადგენლებო! განურჩევლად სქესისა, რასისა, აღმსარებლობისა, ენისა და ცხოვრების წესისა, გთხოვთ, გამოკვეთეთ პრიორიტეტები და დაიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რაც მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს სასიცოცხლო გარემოს და ზოგადად, მომავალს კლავს. დაანებეთ თავი ამ მუტანტ პოლიტიკოსებს და იფიქრეთ ჩვენს კამიკაძე ქალაქზე, ყოველდღიურად წერეთ და გადაცემებში მოიწვიეთ ადამიანები, რომელთა პასიურობის თუ პირიქით, ზედმეტი აქტიურობის წყალობით მალე ბეტონის გაუვალ ტყეებში ამოვიხრჩობით. გადაწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს, რომელი უფრო ღირსების საქმეა: ქალაქის შველა თუ ბრეგაძეების მოსმენა?! თითქოს, ადამიანი კვდება შენს თვალწინ, ისე ქრება თბილისი..."
imageკომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა არნიშნა, რომ 1 არხმა არასწორი სტატისტიკური მონაცემები გაავრცელა

"ქალბატონო ქეთევან, არასწორი სტატისტიკური მონაცემები გაავრცელა 1 არხმა. არარეალური ინფორმაციაა. ამ პერიოდში გაცემულია მხოლოდ 127 კორპუსუ მშენებლობის ნებართვა!

იმედია მალე გამოასწორებს ამ უზუსტობას საზმაუ."


რაზეც ქეთევან სადღობელაშვილმა უპასუხა:

" პირველი არხის გავრცელებულ ინფორმაციას კი არა, საკუთარ თვალებს ვენდობი, ბატონო ქართლოს. ბეტონის ჯუნგლებად რომ იქცა თბილისი, ამას პირველი არხის ინფორმაციის მოხმობა არ სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ქალაქი დიდი ხანია დაიპყრო "მშენებელთა" ურდომ..."

"127 კორპუსის აშენებაზე გაცემული ნებართვაც საგანგაშოა იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როცა საქმე ეხება ქალაქის დაგეგმარებას, მშენებლობის სტანდარტს და ხარისხს, რეკრეაციული ზონების გაქრობას, უჰაერობას და ქალაქის იერსახის დამახინჯებას. 3-4 თვეში ჩაბარებული კორპუსები ჯანმრთელი რომ არ იქნება, ფაქტია. არის შემთხვევები, როცა ახალ კორპუსებში შესახლებული ადამიანები ნესტისგან და ალერგიისგან ავადდებიან."
image

0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0