x
image
მანჩო 777
ბრიყვი და კიდევ უფრო ბრიყვი: 15 იდიოტი, რომლებიც ზოოპარკის ღობეზე გადაძვრნენ
საოცარია, მაგრამ ფაქტია: ამქვეყნად ბლომად არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზოოპარკის ბინადრებთან ახლო კონტაქტი დაამყარონ. ისინი ჩუმად ძვრებიან ზოოპარკის ღობეზე, ცდილობენ შეაღწიონ ვოლიერებში, ძალიან ახლოს მიდიან ველურ ცხოველებთან.. და ფინალიც შესაბამისია. მაინც რატომ აკეთებენ ისინი ამას? რა უბიძგებთ ამ საშიში საქციელისაკენ? პასუხი ერთია - ისინი უბრალოდ ბრიყვები არიან. აი, რამოდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩაიდინეს ამ ადამიანებმა სულელური საქციელი.


image
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 იდიოტი, რომლებიც ზოოპარკის ღობეზე გადაძვრნენ.



15. მამაკაცი ცდილობდა სურათი გადაეღო ვეფხვისათვის



image

ინდოელმა პრაკაშ ბეზბარუხმა ჩათვალა, რომ საუკეთესო ფოტოს გადასაღებად საჭირო იყო Guwahati-ის ზოოპარის ღობეზე გადამძვრალიყო. როცა მას ლომი მიუახლოვდა, კაცმა პირში ხელი ჩაუყო ცხოველს (რას ვიზამთ, იდეალური სელფი მსხვერპლს მოითხოვს). მალე ლომს ვეფხვი შემოუერთდა და დაეხმარა უბედური სელფომანისათვის ხელის მოჭმაში. მამაკაცი ჭრილობის და ბევრი სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა. ლომი და ვეფხვი ზოოპარკის დაცვამ არ მოკლა: ბოლოს და ბოლოს, რაში იყვნენ ისინი დამნაშავე?


14. ქალმა თეთრ დათვთან გაარშიყება გადაწყვიტა


image

ჩვენს სიაში ეს ქალბატონი, ალბათ, დანარჩენებს ''გადაუჯოკრავდა". ის მშვიდად დასეირნობდა ბერლინის ზოოპარკში, უყურებდა თეთრ დათვებს და ფიქრობდა: ღმერთო, რა საყვარლები არიან ისინი. დათვებით მოხიბლული ქალი ღობეზე გადაძვრა და ცხოველს მიუახლოვდა, შეიძლება ფიქრობდა, რომ მისი სილამაზით აღფრთოვანებული ბაჯბაჯა აკოცებდა და ჩაეხუტებოდა, მაგრამ დათვი სრულიად საპირისპიროდ მოიქცა და ქალს ბეჭებზე დააცხრა. დაცვამ დროულად მოუსწრო და გამძვინვარებულ ცხოველს ქალი თათებიდან გამოსტაცეს. საბედნიეროდ, ის ცოცხალი გადარჩა.


13. მამაკაცი ისე დაღალა ცოლთან გაუთავებელმა ჩხუბმა, რომ ლომების ვოლიერში ჩახტა


image

ინდოელი სურია დასი ისე დაღალა ცოლთან ჩხუბმა, რომ გადაწყვიტა თავის მოკვლა. ამისათვის მან მეტად უცნაური გზა აირჩია: სურია შეიპარა ზოოპარკში და ლომებიან ვოლიერში ჩახტა. მიუხედავად დაფლეთილი სხეულისა, კაცის გადარჩენა შეძლეს. იმედია, ამის შემდეგ მაინც ისწავლიდა ის ჭკუას და გაეყრებოდა ესოდენ საძულველ ცოლს.


12. ორი ბრიყვი ზოოპარკში შეიპარა, რომ ვეფხვებთან ეთამაშათ


image

ორმა იდიოტმა-ტრევორ ვერმუტმა და ტომას ჰარტმა გადაწყვიტეს გახუმრებოდნენ თავიანთ მეგობარს, რომელიც კალგარის ზოოპარკის დაცვაში მუშაობდა. ისინი ღამით შეიპარნენ ზოოპარკში, გადაძვრნენ ვეფხვების ვოლიერში, მოკიდეს კუდში ხელი ერთ ვეფხვს და დააპირეს მისი გალიდან გამოთრევა (ეტყობა, უზარმაზარი ვეფხვი კატა ეგონათ). როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ამის შემდეგ? - დიახ, დიახ, თქვენ სწორად მიხვდით. ბიჭები, ღვთის წყალობით, უამრავი ჭრილობის მიუხედავად, ცოცხლები გადარჩნენ, ხოლო რა შეემთხვა მათ მეგობარს - დაითხოვეს თუ არა ის სამსახურიდან, უცნობია.


11. მამაკაცი მონორელსიდან გადახტა, რათა ვეფხვებთან ეთამაშა


image

ის, რომ დევიდ ვილალობოსს ჭკუა მაინდამაინც არ აწუხებს, ფაქტია. ერთ მშვენიერ დღეს ის მოძრავი მონორელსიდან გადახტა ბრონქსის ზოოპარკის ვოლიერში, რათა ვეფხვებთან გართობილიყო. დაცემის დროს ვილალობისმა ნეკნები, თეძოს ძვალი და ქუსლი მოიტეხა. საოცარია, მაგრამ ვეფხვებისაგან მან მხოლოდ რამოდენიმე ნაკაწრი მიიღო - ეტყობა, ჭკვიანმა ცხოველებმა ამგვარი გიჟისაგან შორს ყოფნა ამჯობინეს.



10. მთვრალი ყმაწვილი დათვებთან შეიპარა


image

ეს მოხდა ბელგრადის ზოოპარკში: 23 წლის სერბმა ყმაწვილმა ტანთ გაიხადა და ვოლიერში ჩახტა, სადაც ორი დათვი-მაშა და მიშა ცხოვრობდა.. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე ალკოჰოლი იყო: ბიჭი იმ დღეს ლუდის ფესტივალზე ბრძანდებოდა და საკმაოდ შეზარხოშებული გახლდათ. სამწუხაროდ, ამ ისტორიას არც ისე კარგი დასასრული აქვს - დათვებმა ყმაწვილი მოკლეს.


9. ღმერთმა უბრძანა მამაკაცს ლომს შეჭიდებოდა


image

ოდესმე ღმერთს ულაპარაკია თქვენთან? აი, ჩემთან-არა და დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ოდესმე ეს მოხდება, არ მიბრძანებს ლომებიან გალიაში გადავხტე (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა ). აი, 22 წლის ლუკას ტომასს ბუენოს -აირესიდან არ გაუმართლა -ზეციურმა ხმამ მას უბრძანა ადგილობრივი ზოოპარკის ვოლიერში შესულიყო ლომებთან. თავდაპირველად ცხოველებმა ყმაწვილს არანაირი ყურადღება არ მიაქციეს. გულად ყმაწვილს ეს არ მოეწონა: მან გაიხადა ქურთუკი და დაიწყო მისი ქნევა ლომების ცხვირწინ-ეტყობა, ლუკასს თავი კორიდაზე ეგონა. ამან სათანადო ეფექტი გამოიღო და მიიპყრო ლომების ყურადღება-სანამ დაცვა ცხოველს ტრანკვილიზატორებით დააძინებდა, მან უკვე მოასწრო ლუკასის დაჭრა სასიკვდილოდ. საწყალი ყმაწვილი ღმერთს უფრო დაუახლოვდა და ალბათ უშუალოდ ელაპარაკება მას.


8. დათვების ხელით ჭმევა ცუდი იდეაა


image

47 წლის ვისკინსონელმა ტრეისი ვილანდმა მოდუნება გადაწყვიტა: მან საკმაოდ ბევრი დალია და ზოოპარკში წავიდა, რათა დათვებისათვის ეჭმია. ქალმა იგნორი გაუკეთა იქვე გაკეთებულ წარწერას: ''დათვებს არ აჭამოთ!" და ბუტერბროდიანი ხელი შეყო გალიაში. დათვი სწრაფი კვების მოყვარული არ აღმოჩნდა: მას არ მოეწონა ტრეისის მიწოდებული საკვები და არჩია უფრო გემრიელი საუზმით დანაყრებულიყო, კერძოდ, ქალის ხელით. ასე რომ, ტრეისი მარჯვენა ხელის გარეშე დარჩა. ეს ისტორია ჭკუის სასწავლებელია მათთვის, ვისაც ალოკოჰოლის ბოროტად გამოყენება უყვარს.


7. მაიმუნებმა საზღვრის დამრღვევს ტელეფონი წაართვეს და მაგრად მიბეგვეს


image

ეს ყმაწვილი მთლად ბრიყვი არ აღმოჩნდა-ის ვეფხვების და ლომების კი არა, მაიმუნების გალიას ესტუმრა. ჩინელი ჟენგ დონგი მაიმუნების ვოლიერში შეიპარა და მათი გადაღება დაიწყო ტელეფონით. ერთმა მაკაკამ ბიჭს ტელეფონი გამოსტაცა ხელიდან-როგორც ჩანს, ვიდეოგადაღება მას არ მოეწონა. დონგმა მოინდომა ტელეფონის უკან დაბრუნება და სამ მაიმუნთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. საჭირო გახდა დაცვის გამოძახება, რომ უიღბლო პაპარაცი ვოლიერიდან გამოეთრიათ. ყმაწვილი მცირე დაზიანებებით გადარჩა; აი, გაჯეტი კი მაიმუნებმა ბოლომდე გაანადგურეს.


6. ორმა მამაკაცმა არხი გადაცურა, რომ ვეფხვებს მისალმებოდნენ


image

კალკუტის ზოოპარკში ორმა მამაკაცმა- პრაკეშ ტივარმა და სურეშ რაიმ გადაწყვიტეს არხი გადაეცურათ და ხელი ჩამოერთმიათ ვეფხვისთვის, რომლის სახელიც კი შიშის ზარს დაგცემდათ:"მძვინვარე შივა". გამბედავ ყმაწვილებს თან მიჰქონდათ ყვავილების გირლანდა და უნდოდათ ის ყელზე ჩამოეცვათ ცხოველისთვის. როცა სურეშმა მოინდომა გირლანდის გაკეთება, ვეფხვს ეს არ მოეწონა და შეუტია მას. პრაკეში გმირივით მოიქცა: მან არ მიატოვა მეგობარი და ვეფხვს სილა გააწნა სიფათში. ამაზე სულელური საქციელი წარმოუდგენელი იყო-აბა დაფიქრდით, რას იზამს გაცოფებული ცხოველი, როცა მას სახეში ურტყამენ?- რა თქმა უნდა, მან თავდამსხმელი მოკლა. სურეშ რაი, საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა. იმედია, ის აღარასოდეს არ მოინდომებს ვეფხვებთან დამეგობრებას.


5.მამაკაცი ცდილობდა კუნგ-ფის ილეთებით შებრძოლებოდა ლომს


image

ავსტრალიელი ელი კვო საკუთარ თავს კუნგ-ფუს პროფესიონალ ოსტატად თვლიდა. დიახ, თვლიდა...სამწუხაროდ, ჩვენ წარსულ დროში მოგვიწევს ამ მებრძოლ ყმაწვილზე ლაპარაკი. მისმა მწვრთნელმა მაგრად მიჰქარა, როცა ელის უთხრა: "შენ იმ დონეს მიაღწიე, რომ შიშველი ხელებით ვეფხვებსაც კი შეებრძოლებიო''. ყმაწვილმა გადაწყვიტა ეს სიტყვები გადაემოწმებინა. ის შუაღამით შეიპარა მელბურნის ზოოპარკში და ლომების ვოლიერში გადაძვრა. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ელისათვის ფატალური შედეგით დასრულდა. მაინც ვინაა ამ უბედურ შემთხვევაში დამნაშავე: ლომები?-სულაც არა, მთავარი დამნაშავე მწვრთნელია, რომელმაც უბედურ ყმაწვილს ჩააგონა მისი ზებუნებრივი შესაძლებლობები.


4. მამაკაცი დათვის წინააღმდეგ


image


ვარშავის ზოოპარკში ერთი მამაკაცი ვოლიერში გადაძვრა, სადაც 220-კილოგრამიანი ძუ ლომი-საბინა ცხოვრობდა და მუშტების ქნევა დაუწყო მას. კუნგ-ფუს ილეთები მას არ გამოუყენებია და ალბათ, ამის წყალობით გადარჩა ცოცხალი, თუმცა უამრავი ნაჭრილობევი ლომებთან მებრძოლს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.


3. ქალმა გადაწყვიტა, ორიგინალურად აღენიშნა ჰელოუინი


image

აი, კიდევ ერთი გენიოსი ჩვენს სიაში: ნებრასკელმა 33 წლის ჯაკლინ ეიდემ გადაწყვიტა ჰელოუინი ორიგინალურად აღენიშნა. ის დაცვას გაეპარა და შევიდა Henry Doorly-ის ზოოპარკის ტერიტორიაზე. ქალმა მოინდომა გოგრა ვეფხვებისათვის მიეწოდენინა-მათაც ხომ უნდა ეზეიმათ ჰელოუინი. სამწუხაროდ, ვეფხვი ამ დღესასწაულისადმი გულგრილი აღმოჩნდა და ხელი მაჯაში მოაკვნიტა ჟაკლინს. დასკვნა ერთია: ნუ ყოფ ხელს (და ცხვირსაც) იქ, სადაც არაფერი გესაქმება.


2. სუიციდის ჩამდენის გამო ლომი მოკლეს


image

ერთი იდიოტის გამო საჭირი გახდა ორი ლომის მოკვლა. ეს ჩილეში მოხდა: ერთმა უტვინო ყმაწვილმა გადაწყვიტა თავი მოეკლა და ამ საქმის განსახორციელებლად ერთობ უჩვეულო მეთოდი აირჩია: ის მძვინვარე ლომებთან ჩახტა ვოლიერში. დაცვა იძულებული გახდა ამ რეგვენის სიცოცხლის გადასარჩენად ორი ლომი მოეკლა. არავინ იცის, გადაიფიქრა თუ არა ამის შემდეგ ამ უნიჭო სუიციდისტმა თავის მოკვლა.


1. ოთხი წლის ბავშვი გალიაში გორილასთან ერთად აღმოჩნდა


image

ამბავი, რომელიც 2016 წელს ცინცინატის ზოოპარკში მოხდა, ზემოთჩამოთვლილთაგან მკვეთრად განსხვავდება: ოთხი წლის ბიჭუნა დედის უყურადღებობის გამო გორილასთან ერთად აღმოჩნდა ვოლიერში. მაიმუნმა ის თავის საკუთრებად ჩათვალა, ხელი მოხვია ბავშვს და გალიაში დაათრევდა. როცა დაცვა მასთან მიახლოებას ცდილობდა, ცხოველი საშინლად ბრაზდებოდა და შემზარავი ღმუილით იგერიებდა მომხვდურთ. ამ ამბის თვითმხილველთაგან ზოგიერთი თვლიდა, რომ გორილაში დედობრივმა ინსტიქტმა გაიღვიძა და ის იცავდა ბავშვს, მაგრამ პოლიცია გულხელდაკრეფილი ვერ დაელოდებიდა ამბის კეთილ დასარულს-შეიძლებოდა გორილას სასიკვდილო დარტმა მიეყენებინა პატარისათვის, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ცხოველი მოეკლათ. რა თქმა უნდა, ოთხი წლის ბავშვს ძნელია იდიოტი უწოდო, რადგან ის ვერ აცნობიერებდა, თუ რა საფრთხე ელოდა ვოლიერში, რასაც ვერ ვიტყვით მის დედაზე - ქალის უყურადღებობის გამო ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ხოლო უდანაშაულო გორილა კი სიცოცხლეს გამოასალმეს.



4
1641
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1641
  
2016, 14 აგვისტო, 15:13
ჰო, ცოდოები კი არიან..ამათზეა ნათქვამი: უტვინო თავმა ფეხებს ჯაფა მიაყენაო :)
2016, 14 აგვისტო, 0:21
:D კი მაგრამ პრობლემების გამო რომ თავს იკლავენ, მეცოდებიან :(
2016, 13 აგვისტო, 15:54
უშიშარი ბრიყვები:)
2016, 13 აგვისტო, 12:31
ეჰ, ბოლო მომეწონა
0 1 4