სხვა იცით თუ არა, რომ...საინტერესო ფაქტები ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან 2016, 11 აგვისტო, 14:52 ნამზეურით (მათ შორის სოლარიუმში მიღებული) გამოწვეული კანის კიბოთი დაავადებული ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მოწევით გამოწვეული ფილტვების კიბოთი დაავადებული ადამიანებისა.
არსებობენ ხეები, სახელწოდებით "ხილის სალათი", რომლებზეც ერთდროულად 6 სახეობის ხილი იზრდება. მემკვიდრეობითი დაავადება ფიბროდისპლეზია ადამიანის კუნთოვან ქსოვილს ძვლოვან ქსოვილად აქცევს, რის შედეგადაც დაავადებული ადამიანი ნელ-ნელა საკუთარი ჩონჩხის ტყვეობაში აღმოჩნდება და საშინელ ტკივილებს განიცდის, საბოლოოდ კი იღუპება. 1977 წელს მქადაგებელმა ჯიმ ჯონსმა, ოქროს კარიბჭის ხიდის მოაჯირზე დამდგარმა (ეს ხიდი ცნობილია მსოფლიოში, როგორც ადგილი, სადაც ყველაზე მეტი თვითმკვლელობა მოხდა), მხურვალე სიტყვა წარმოსთქვა 6000 ადამიანის წინაშე მოწოდებით, რომ აეშენებებინათ "ანტი-სუიციდური ბარიერი", რათა ხიდიდან გადახტომით თავი აღარავის მოეკლა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ერთი წლის შემდეგ ამ მხურვალე ქადაგებიდან მან ასევე მტკიცედ დაარწმუნა თავის მიმდევრები, რომ მასობრივი თვითმკვლელობა განეხორციელებინათ, რის შედეგადაც 912-მა ადამიანმა სასიკვდილო შხამი დალია. 1971 წელს ტეხასის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ტომ მურმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ მისი კოლეგები ისე ღებულობენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს, რომ მისი წაკითხვითაც კი არ იწუხებენ თავს. მან პალატაში განსახილველად გამოიტანა პროექტი, რომ ღირსეული პატივი მიეგოთ სერიული მკვლელისათვის, სახელად "ტეხასელი მახრჩობელა". კანონპროექტი ერთსულოვნად იქნა მიღებული. მედიცინაში ცნობილია ასეთი შემთხვევა: ერთ ადამიანს გადაუნერგეს თვითმკვლელის გული, გამოჯანმრთელების შემდეგ მან ცოლად გარდაცვლილის ქვრივი შეირთო და ორიოდე წლის შემდეგ ისევე დაასრულა თავის სიცოცხლე, როგორც მისმა დონორმა. ჰოლანდიელი ანაბაპტისტი დირკ უილიამსი ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ საყოველთაოდ ქადაგებდა მეორედ მონათვლას უკვე ზრდასრულ შეგნებულ ასაკში. მან მოახერხა ციხიდან გაქცევა და გაყინულ არხზე გადარბენა, როცა გაქცეული მცველმა შენიშნა და გაეკიდა მას. საუბედუროდ, მცველი უფრო მძიმე აღმოჩნდა და ფეხქვეშ ყინული ჩაუტყდა. იგი ყვირილით უხმობდა მშველელს. უილიამსი დაბრუნდა და მდევარი დახრჩობას გადაარჩინა, მაგრამ თვითონ კი ციხეში დაბრუნებას და ჩამოხრჩობას ვეღარ გადაურჩა. 1955 წელს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა მოხდა: ექვსი წლის ორ ბიჭუნას თავს პუმა დაესხა. ერთმა მისი მოგერიება სცადა, მეორე კი სოფელში გაიქცა მაშველების მოსაყვანად. ის 45 წუთის განმავლობაში უმტკიცებდა სოფლის მცხოვრებელებს, რომ არ იტყუებოდა და დახმარებას სთხოვდა მათ. საბედნიეროდ, პირველი ბიჭუნა საკმაოდ მარჯვე აღმოჩნდა და მაშველი ძალის მისვლამდე მან თავად მოახერხა მძვინვარე ცხოველის მოგერიება. 3400-მდე ამერიკელი მოქალაქე იხდის სასჯელს მუხლით: "სამუდამო პატიმრობა"- ჩადენილი უმნიშვნელო დანაშაულის, მათ შორის მაღაზიის წვრილმანი ქურდობის ბრალდებით, ამასთან მათ უმეტესობას ამნისტია არასოდეს არ შეეხება. მთელი ისტორიის განმავლობაში აშშ და სსრკ მხოლოდ ერთადერთხელ აღმოჩნდნენ ნამდვილ საომარ ვითარებაში: 1944 წლის ოქტომბერში ამერიკის სამხედრო ავიაციამ შეცდომით დაბომბა საბჭოთა არმიის ნაწილები, რომლებიც სერბიული ქალაქის იშის ასაღებად მიემართებოდნენ. მოგვიანებით ორივე ქვეყნის მთავრობამ ამ შემთხვევას "გრიფი საიდუმლო" დაადეს. ფილმის "ვარსკვლავური დესანტი" ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ვერსიაში არის სცენა, სადაც ორივე სქესის სამხედრო მოსამსახურეები ერთდროულად ბანაობენ. რეჟისორი პოლ ვერხოვენი ამ სცენის გადაღებაზე სრულიად შიშველი მუშაობდა, სხვაგვარად მან ვერაფრით ვერ მოახერხა მსახიობების შიშველ გადაღებაზე დათანხმება. მზე და მთვარე ჩვენ ერთი და იგივე სიდიდის გვეჩვენება საოცარი დამთხვევის გამო: მთვარე 400-ჯერ პატარაა სიდიდით მზეზე, მაგრამ 400-ჯერ უფრო ახლოსაა დედამიწასთან. ორმაგი ბრმა ექსპერიმენტის მიხედვით ოც გამოცდილ მევიოლინეს შესთავაზეს თვალებახვეულს დაეკრათ ძველ და ახალ ინსტრუმენტებზე და შეედარებინათ მათი ჟღერადობა. მათ ყველაზე ცუდ ინსტრუმენტად სტრადივარიუსის ვიოლინო დაასახელეს. 319 12-ს მოსწონს
|