სხვა ხუთი ადამიანი, რომლებმაც საფლავში წაიღეს ისტორიის და მეცნიერების უდიდესი საიდუმლოებანი 2016, 5 აგვისტო, 11:57 ყველა ჩვენგანს გააჩნია საიდუმლო - დიდი ან მცირე, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია იტრაბახოს საიდუმლოს ცოდნით, რომელსაც ძალუძს კაცობრიობის ბედი შეცვალოს. სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება საუბარი დღევანდელ პოსტში. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ხუთი ადამიანი, რომლებმაც საფლავში წაიღეს ისტორიის და მეცნიერების უდიდესი საიდუმლოებანი. არნე ბიორლინგი და კოდ Т52-ის საიდუმლო საკმაოდ ცნობილი, მაგრამ არც თუ ისე მაღალი ხარისხის "ენიგმას" გარდა, არსებობდა ციფრული მანქანის კიდევ ერთი, სრულყოფილი მოდელი, რომლებსაც ფაშისტები იყენებდნენ ზესაიდუმლო ინფორმაციების გადაცემისას. ამ აპარატს T52 ან სხვაგვარად «Geheimschreiber» ერქვა, რაც თარგმანში ნიშნავს საიდუმლო მწერალს. ეს შიფრული მანქანა ზომებით "ენიგმაზე " გაცილებით დიდი იყო და შედარებით რთული კონსტრუქციის: ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო მისი შიფრის ამოხსნა, მისი სახელია არნე ბიორლინგი. 1940 წელს შვეცია ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა. დასავლეთში მასობრივ დამპყრობლურ კამპანიას აწარმოებდა ადოლფ ჰიტლერი, ხოლო აღმოსავლეთში რუსეთი ეწეოდა ომს ფინეთთან (193901940 წლის ფინეთ-რუსეთის ომი). ამ რთულ პოლიტიკურ სიატუაციაში შვეცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო საომარი ვითარების საქმის კურსში, ეს კი შეიძლება განხორციერლებულიყო მხოლოდ დაზვერვის საშუალებით. მანამდე გერმანელების მეირ შექნილი T52-ის მიერ გადაცემული ნებისმიერი შეტყობინება გაშიფვრისათვის შეუძლებლად ითვლებოდა, თუმცა შვედმა მათემატიკის პროფესორმა არნე ბიორლინგმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი და სულ მცირე დროის შემდეგ მან არამარტო შეძლო T52 -ზე დაბეჭდილი შეტყობინებების გაშიფვრა, არამედ მანქანის კოდის ამოხსნაც კი. ამის შემდეგ შვეციამ შეძლო ფაშისტების მიერ გადაცემული ყველა ზესაიდუმლო შეტყობინების მიღება. შვედები იყვნენ პირველები, ვინც შეიტყო, რომ ჰიტლერი სსრკ-ზე თავდასხმას აპირებდა. როცა ბიორლინგს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ მოახერხა მანქანის კოდის ამოხსნა, მან ლაკონურად უპასუხა: ''ილუზიონისტი არასოდეს არ ამხელს თავისი ტრიუკის საიდუმლოს''. 1986 წელს ბიორლინგი გარდაიცვალა და საფლავში წაიღო T52 -ის კოდის საიდუმლო. მას შემდეგ ამ შიფრის ამოხსნა ვერავინ ვერ შეძლო. მორის უორდი და მუდმივი პლასტმასის საიდუმლო გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში ინგლისელმა გამომგონებელმა მორის უორდმა შექმნა თერმომდგრადი პლასტმასი, რომელიც უძლებდა 10 000 გრადუსს ცელსიუსით და დარტყმას, რომლის ძალაც 75-ჯერ აღემატებოდა ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის ძალას. გამომგონებელმა ამ მასალას «Starlite» დააარქვა და გადაწყვიტა ის მიეყიდა რომელიმე კომპანიისათვის, რომელიც მას მართლაც გრანდიოზული, კეთილშობილური მიზნებისათვის გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, ''ნასა'' ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ მასალის შეყიდვით, რადგან სიმსუბუქისა და ზეგამძლეობის გამო «Starlite»-ს შეეძლო რევოლუციის მოხდენა კოსმოსური ხომალდების მშენებლობაში, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ბევრი კომპანია ისე ცდილობდა ამ მასალის ფორმულის ხელში ჩაგდებას, რომ ავტორს კაპიკსაც კი არა გადაუხდიდა, უორდმა უარი თქვა თავისი ყველაზე წარმატებული პროექტის გაყიდვაზე. მორის უორდი 2011 წელს მოკვდა და საფლავში წაიღო ზეგამძლე მასალის ფორმულის საიდუმლო. მან მხოლოოდ ის გაამხილა, რომ ფორმულა შეიცავს 20-ე მეტ ორგანულ პოლიმერს, აგრეთვე კერამიკის უმნიშვნელო დოზას. ნიკოლა ტესლა და უსადენო ელექტროობა ნიკოლა ტესლას სახელი ფიზიკასაგან ძალზე შორს მდგომმა ადამიანებმაც კარგად იციან-ის გახლდათ უდიდესი მეცნიერი, რომელმაც ბევრად გაუსწრო დროს, მაგრამ მიუხედავად მისი ცნობადობისა მეცნიერების სამყაროში და მრავალრიცხოვანი გამოგონებებისა, ტესლამ ვერ შეძლო ცხოვრებაში განეხორციელებინა თავისი ყველაზე დიდი პროექტი-უფასო უსადენო ელქტროობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იდეის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აეშენებინათ უზარმაზარი სიმაღლის კოშკი ( ნიკოლამ მას ''ვორდენკლიფი'' დაარქვა, მაგრამ ის უფრო ცნობილია ''ტესლას კოშკის'' სახელწოდებით), რომელიც დედამიწის იონოსფეროს ენერგიად, ხოლო უშუალოდ ჩვენს პლანეტას გამტარად გამოიყენებდა და ელქეტროენერგიას მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის იოლად მიღწევადს გახდიდა. 1905 წელს ტესლამ დაიწყო ამ პროექტის მოსამზადებელი ექსპერიმენტები, მაგრამ აშშ-ში დაწყებულმა კრიზისმა პროგრამა, რომლის შესრულებასაც საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროებოდა, შეაჩერა. ტესლა 1943 წელს გარდაიცვალა, წაიღო რა საფლავში საიდუმლო უსადენო ელექტროობის შექმნისა. საქმე იმაშია, რომ ტესლა თავის გამოგონებებს ძირითადად თავის ტვინში ინახავდა და ქაღალდს არ ანდობდა, ის მხოლოდ გაურკევევლ ჩანაწერებს აკეთებდა. მისი კონსპექტების უმეტესობა სკეტჩებისა და ორაზროვანი სხარტულებისაგან შედგება, რომელთა გაშიფვრა ჯერ ვერავინ შეძლო. იოჰან ბესლერი და მუდმივი ძრავა 1712 წელს მეცნიერმა იოჰან ბესლერმა განაცხადა, რომ გამოიგონა მუდმივი ძრავა. ის ხუთი წლის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს და ბოლოს შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ მართლაც ნოვატორული რამ გამოიგონა. კონსტრუქცია წარმოადგენდა ორი მეტრი დიამეტრის თვალს, რომელსაც შეძლო ტვირთის ატანა გარკვეულ სიმაღლეზე. ექსპერიმენტის ოფიციალურ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ მოწყობილობამ 54 დღე იმუშავა ადამიანის ჩარევის გარეშე. ცდას თვალს ადევნებდნენ ცნობილი მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ფილოსოფოსები, მაგრამ ვერცერთმა ვერ გამოიცნო ძრავის მუშაობის პრინციპი. ბესლერმა 20 000 ფუნტი მოითხოვა თავისი გამოგონების საფასურად. რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი ძალიან იყო დაინტერესებული ამ პროექტით და მან სთხოვა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ვილჰელმ გრავეზანდს, მისთვის კონსულტაცია გაეწია მუდმივი ძრავის შეძენის წინ. იოჰან ბესლერმა იფიქრა, რომ მისი ქმნილების მოპარვა სურდათ და მაშინათვე გაანადგურა ის. მეცნიერი ისე გარდაიცვალა, რომ არ გაამხილა მუშაობის პრინციპი მის მიერ გამოგონებული მოწყობილობისა, რომელმაც ფიზიკის კანონები დაამსხვრია. თანამედროვე მეცნიერები დღესაც ცდილობენ მეცნიერის ჩანაწერების გაშიფვრას, მაგრამ უშედეგოდ. არსებობს ვერსია, რომ ბესლერი საკმაოდ ეშმაკი იყო და მან როგორღაც შეძლო მეცნიერების მოტყუება, მაგრამ როგორ მოახერხა ეს-არავინ იცის. ედვარდ ლიდსკალნენი და ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო ედვარდ ლიდსკალნენი-ლატვიელი მეცნიერი გახლდათ, მე-20 საუკუნის დასაწყისში ემიგრირებული აშშ-ში. მან ააგო ეგრეთ წოდებული მარჯნის სასახლე ფლორიდაში, რომლის აშენების საიდუმლო დღესაც თავგზას ურევს მეცნიერებს. ედვარდი პატარა ტანის კაცი გახლდათ (სიმაღლით 160 სანტიმეტრი, წონა50 კილოგრამი), მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი უზარმაზარი, 30 ტონიანი ქვის ლოდები მარტოდმარტო გადაეადგილებინა - საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ის მარტო მუშაობდა. არსებობს რამოდენიმე თვითმხილველის ნაამბობი, თუ როგორ აშენებდა ედვარდი თავის სასახლეს: ორი მათგანი ამბობდა, რომ დაინახეს, თუ როგორ დაფრინავდა ლოდები ჰაერში და თავისით ეწყობოდა ერთმანეთზე, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ლიდსკალნენს რაღაც უცნაური მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ხის შტატივს წააგავდა, თუმცა ეს მოწყობილობა ნაკლებსაიმედოდ გამოყურებოდა იმისათვის, რომ ესოდენ მძიმე ლოდები გადაეტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. ამბობენ, რომ ედვარდ ლიდსკალნენი ფლობდა რაღაც საიდუმლო შავ ყუთს, რომელსაც სტაბილირებად მუდმივ ძრავას უწოდებდა (perpetual motion holder). 1951 წელს ლისკალნენი გარდაიცავლა. ამის შემდეგ მისი სასახლე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა გახდა ( მეცნიერს ოჯახი არ დარჩენია). უამრავი ტურისტი დღესაც ჩადის ამ საოცრების სანახავად, მაგრამ აი, რაა საინტერესო: როცა 1986 წელს კარუსელის სტილში გაკეთებული 9 ტონიანი კარები გაფუჭდა, კონსტრუქცია, რომლის შემობრუნება მანამდე 5 წლის ბავშვსაც თავისუფლად შეეძლო, ადგილიდან ვერ დაძრეს ვერც ინჟინრებმა, ვერც მემონტაჟეებმა; იძულებული გახდნენ ამწე კრანი გამოეძახებინათ და კარები ისე გადაეადგილებინათ. თავად ლიდსკალნენი ამტკიცებდა, რომ მან აღმოაჩინა ეგვიპტის პირამიდების აშენების საიდუმლო, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს საიდუმლო-მეცნიერმა ეს აღმოჩენა საფლავში წაიყოლა და ვერ მოასწრო ( ან არ მოისურვა) მის გამხელა კაცობრიობისათვის. 5041 20-ს მოსწონს
|