საქართველო "რუსთავი 2-მა" თავისი არსებობის აუცილებლობა კიდევ უფრო განამტკიცა თურქეთში მომხდარი მოვლენების ოპერატიულად გადმოცემით. რას წერენ ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ფაქტთან დაკავშირებით. 2016, 17 ივლისი, 12:21
თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცელობის მოვლენებს, "რუსთავი 2" დეტალურად გადმოსცემდა მთელი ღამის განმავლობაში და თურქეთში მცხოვრებმა უამრავმა ქართველმა სწორედ "რუსთავი 2-ის" საშუალებით შეიტყო, თუ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო და ამისთვის ამ ტელევიზიას ნამდვილად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოდით ვნახოთ რას წერენ ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკა გვარამია ამ ფაქტთან დაკავშირებით თავიანთი "ფეისბუქის" გვერდის საშუალებით. ნანუკა ჟორჟოლიანი:
"გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყნისთვის, ხალხისთვის აუცილებელია რუსთავი 2-ის არსებობა! კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს არის ყველაზე მაგარი, პროფესიონალების გუნდი! გუნდი, რომელსაც უყვარს თავის საქმე. გუნდი, რომელმაც იცის თავის საქმე. და იმედს ვიტოვებ, რომ თუ ამ არხს, არსებობის პრობლემა შეექმნება, ხალხი ისეთივე ერთიანი და მობილიზებული იქნება, როგორც იყო თურქეთში. პაატა იაკობიშვილი, გიორგი ლაფერაშვილი, თეო გილიგაშვილი, ნატალია მახვილაძე, თენგო გოგოტიშვილი, მაკა პანკველაშვილი - ოპერატორები, მძღოლები, ტექნიკური თანამშრომლები. ყველა, ვინც ჩანდით და არ ჩანდით. თქვენ ხართ ძალიან მაგრები." ახლა კი ნიკა გვარამიას პოსტი: "ვისაც წუხანდელი ღამის ეთერის შემდეგ, კიდევ დარჩა კითხვის ნიშნები, რატომ და რისთვის ჭირდება ამ ქვეყანას რუსთავი 2 და რისი ეშინია და რატომ ებრძვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხარისხის და ოპერატიულობის კომპანიას ივანიშვილის ხელისულება, იმათთან, ჩემი მოთმინების და ლოგიკური კონსტრუქციებით დარწმუნების გარკვეული უნარის მიუხედავად, ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. დიდი მადლობა ამ ქვეყნის მთავარი ხარისხის ნიშანს და ყველა მის თანამშრომელს. მიყვარხართ და ვამაყობ რუსთავი 2-ით, მადლობა ყველას! თავდადებული სუპერპროფესიონალები ხართ და ბადალი არ გყავთ. ps ალბათ მეასედ გეუბნები, მაგრამ კიდევ უნდა გაგიმეორო ასმეერთედაც - შენნაირი ბრეიკინგის წამყვანი მეორე არ მეგულება შავი ზღვის აუზში.პაატა იაკობაშვილი" 609 2-ს მოსწონს
|