x
image
natia.a
ამბავი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა: როგორ ართობს ბებია შვილიშვილებს - გაფრთხილდით!
image
ინერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ატამაშებს ფანჯრის რაფაზე სემომჯდარ პატარა ბავშვს ბებია. ფოტომ მომხმარებლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ბავშვი აშკარა საფრთხის ქვეშ არის. მომხმარებელი, რმელმაც აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა, დიზაინერი ინგა წიკლაური, საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსიც ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შემსწრე თავად გახდა და ბავშვის მშობლებთანაც კი სცადა დალაპარაკება:


"ამ პატარას ასე ართობენ თურმე, სხვებსაც უნახავს.


ცოტა ხნის წინ ვხედავ: ფანჯარა ღიაა, რაფაზე ზის, ხელებით ქნ-ს. უჭირავს .ფეხებს აქანავებს გარეთ, პამპერსით, მე- 8 სართულია, მე გაოგნებული, გადავიღო, დავუძახო, ქნ-ი ასაკოვანია, არ შეეშინდეს- ბავშვი არ გაუვარდეს, აუცილებლად ავალ ვფიქრობ, ვწრიალებ, ზარია-პროექტი გასაგზავნი, საქმეები...


გუშინ ისევ ვხედავ, ასე საღამოს 5 საათია.ამ კადრს ვიღებ, ძალებს ვიკრებ-მშობლების ნახვას ვაპირებ, იქნებ ძიძაა, იქნებ ბებია ან დედა?



ვრეკავ 112- ში, ვაზუსტებ არსებულ სიტუაციაში მოქმედების წესებს. 112 პატრულის გამოძახებას მთავაზობს, ვარწმუნებ რომ მარტოც შევძლებ საუბარს ოჯახთან. ბავშვი რაფაზე აღარ დგას. საღამოს ველოდები. 8 სთ-ი ხდება-ავდივარ.


მიღებს ასე 65 წლის ქნ-ი კარს. 2 პატარა ბაია მორბის. ბავშვების დედ-მამას ვკითხულობ. ქნ-ი ძალიან დაეჭვებული მიყურებს. მოდის ბავშვების დედაც, ახალგაზრდა და უსუსური. ვუხსნი რომ ბავშვების შესახებ მინდა ცალკე ვესაუბრო . იქვე სამზარეულოში მეპატიჟება. ვაჩვენებ ფოტოს და ვუხსნი სიტუციას, მიდასტურებს რომ მისი პატარაა, გაოგნებული იყურება-შვილს ტანზე იკრავს.


მოდის მამა-ხელში უმცროსი გოგონათი, კუნთიანი და ჯანიანი, იღიმის, მოყვება ქნ-იც. მამასაც ვანახებ ფოტოს და ვუყვები : მსოფლიოში ბავშვთა უბედური შემთხვევებიდან სიმაღლიდან ვარდნა ყველაზე გავრცელებულია, რომ პატარები მიეჩვევიან რაფაზე ასვლას, რომ შესაძლოა ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას ქნ-ს და ბავშვი გაუვარდეს.


ქნ-ი იწყებს ნერვიულად საუბარს, როგორ ვბედავ რომ შენიშვნას ვაძლევ, ბებიას, დედამთილს, რომ მისი შვილიშვილები უფრო მეტად ნეტა ვის უყვარს. წამის მეათედში ვიაზრებ სად ვარ: აღმოსავლურ ოჯახში, ქართლიდან. საშუალო განათლებით, სტანდარტული შეხედულებებით, ბებია- ყოვლისმცოდნე ოჯახის უფროსი, ვაჟი- ქართლის დედის გაზრდილი ნამდვილი ქართველი, თავის-უფლება ჩამორთმეული რძალი, ბავშვები-საბრალო ბავშვები. შემეშინდა.


ბებია ხმას უწევს, ბიჭი მარწმუნებს რომ მის შვილებს ოჯახის წევრები როგორც უნდა ისე მოექცევიან, მე მშვიდად ვახსენებ ბავშვების უფლებებს.


რძალი ხმას ვერ იღებს. ამ დროს ქნ-ი ბებია მომვარდა და მკლავში მძლავრად ჩამჭიდა ხელი, მიმათრევს სხვა ოთახში, საკმაოდ ძლიერია.


ჩემს დასაცავად მოვასწარი მეთქვა რომ ამოსვლამდე პატრულთან დავრეკე. ბებია გამოერკვა და ხელი გამიშვა. რაღაცეებს მეუბნებოდნენ -არ მახსოვს. გამოვედი. მეტკინა ჩემი ფართოდ გახელილი თვალები." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


image

3
422
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
422
  
2016, 17 ივლისი, 0:56
შოკში ვარ. ყოჩაღ ამ ქალბატონს...მაგრამ შეუგნებელი ადამიანი მაინც ვერ მიხვდებოდა რას უხსნიდნენ... გავწეწავდი , ისე გავმწარდი....
2016, 16 ივლისი, 16:56
ნამდვილად ქების ღირსი ბრძანდებით, ქალბატონო ინგა, მარტო ფოტოს ატვირთვით (როგორვ ხდება ხოლმე) რომ არ დაკმაყოფილდით და ოჯახი გააფრთხილეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს თქვენი ნაბიჯი.
2016, 16 ივლისი, 15:20
ავამყოფბის ოჯახი, ბავშვი უნდა ჩამოერტვატ მატ
0 1 3