სხვა ცხოვრება მშვენიერია, სანამ... სანტექნიკოსები არსებობენ 2016, 11 ივლისი, 19:58 აბა, რომელ თქვენგანს არ დასჭირვებია სანტექნიკოსის გამოძახება ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ეს ადამიანები ჩვენს ცხოვრებას ამარტივებენ და გაცილებით კომფორტულს ხდიან, მაგრამ მათ შორისაც გამოერევიან ისეთები, რომლებიც უპასუხისმგებლობის, არაპროფესიონალიზმის ან თუნდაც ოხუნჯობის გამო ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ მათ შემხედვარეს თმები ყალყზე დაგიდგებათ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 სანტექნიკოსის ნამუშევარი, რომელთაც ღიმილის გარეშე ვერ შეხედავთ. წყალი უკვე მოდის, მაგრამ კლიენტი რატომღაც კმაყოფილი არაა იქნებ ასე სჯობდეს დამონტაჟება არა, ყველაფერს ეს ვარიანტი ჯობია სანტექნიკოსი ხართ და შემდუღებლობაც გეხერხებათ? -შედეგი სახეზეა გათბობის სისტემის დაყენების ოსტატი ყველაზე ცხელი ადგილი პლანეტაზე როცა ადგილი სახლში ცოტაა, ხოლო რადიატორი - ბევრი როგორ მინდა, რომ ეს ფოტოსურათი ფოტოშოფის შედეგი იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა სერიიდან "კეთილი იყოს თქვენი აქ მობრძანება" უსაფრთხოება? - არა, მის შესახებ არაფერი გვსმენია კითხვა: ეს სახელურია თუ პირსახოცის გასაშრობი? ასეც არა უშავს ნამდვილი სანტექნიკოსი მაშინ ხარ, თუ ნებისმიერო სიტუაციიდან გეხერხება გამოძრომა ნეტა თვითონ დამმონტაჟებელმა თუ იცის, რომელი ონკანი რისაა? წყლის შემრევი იყიდეთ? - ახლავე დაგიმონტაჟებთ რატომ ილანძღებით, უფროსო? განა რითია ცუდი? - მთავარია, თავი მეფესავით იგრძნო მაინც უკმაყოფილო ხართ სანტექნიკოსის ნამუშევრით? ჯერ სად ხართ: აი, ელექტრიკოსს რომ გამოიძახებთ, თმების ყალყზე დადგომა მერე ნახეთ! 265 7-ს მოსწონს
|