x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მიშა გომიაშვილი:ასე რამ დაგაბრმავათ ? მარტო მე ვამჩნევ და ვხედავ რაც ჩვენს ქალაქში ხდება?

imageმსახიობი მიშა გომიაშვილი საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.პრობლემა შეეხება აღმაშენებლის გამზირზე გახსნილი ღამის ბარებს, სადაც თითქმის ყველგან საროსკიპოა გახსნილი.ბარების მფლობელები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან.



" „არ ვიცი.... გნებავთ ღია წერილი დაარქვით, გნებავთ დახურული ელვა
დეპეშა... ეს ჩემი წუხილი და სატკივარია და დარწმუნებული ვარ არა მარტო
ჩემი. ეს ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის ტკივილია.... ეს
სამყაროს დასასრულის ან დასაწყისია ან კიდევ უარესი, დასასრულის ბოლო
ეტაპია.....
მავანს და მავანს ჰგონია, რომ აპოკალიფსი ერთ მშვენიერ დღეს
13სთ და 47წთ-ზე დაიწყება. ეს ასე არ არის. ჩვენს ქვეყანაში აპოკალიფსი
დიდი ხანია დაწყებულია... გადაყევით ერთმანეთის ჭამას, ქიშპობას, საარჩევნო
კამპანიებს..... რა გინდათ? ვისი მეთაურები გინდათ გახდეთ? არაქართველების? უცხო ტომის? გადამთიელებმა რასაც საუკუნეების მანძილზე ხმლით და ომით ვერ მიაღწიეს, ახლა სხვა გზა გამონახეს, სხვანაირედ “გვიშვებიან“ ყოველგვარი ხმლის და ომის გარეშე..... ქართველი სტუმრთმოყვარე ერია, მაგრამ სამწუხაროდ ზოგმა ეს სტუმართმოყვარეობა ბოროტად გამოიყენა და იქამდე მივედით, რომ საკუთარ ქალაქში თვითონ ვიქეცით სტუმრებად.....

image

ასე რამ დაგაბრმავათ? მარტო მე ვამჩნევ და ვხედავ რაც
ჩვენს ქალაქში ხდება? 15-16-17 წლის ქართველი გოგონები, ქართული გენოფონდი,
რომლებიც დედები უნდა გახდნენ და საქართველოს შვილები გაუჩინონ, თურქების,
ირანელების და კიდევ ათასი ჩამოთესლილის ხასები გახდნენ. მარტო მე ვხედავ
ამას მთელ ქალაქი ბორდელებით რომ გაივსო? რა ხდება...... ნუთუ ჩვენი
ქალაქის მესვეურები ამას ვერ ამჩნევენ? იქნებ ფეხებზე გკიდიათ? ან იქნებ
წილში ზიხართ და თვალები გენაბებათ? .... ძალიან არ მინდა ასე ვიფიქრო!
არაფრით არ მინდა! მაგრამ ფაქტი ჯიუტია! ქართველ კაცს ქუჩაში ლუდის
დალევისთვის 200 ლარიან ჯარიმას რომ უწერთ და ერთი "მასტერკა" პლანის
მოწევაზე ციხეზე უშვებთ ..... ამას კანონი მოითხოვს! და თუ ქართველ
ახალგაზრდა გოგონებს გადამთიელები გვიბახებენ ეს კანონიერია ხომ....? მაინც
და მაინც სახლებში უნდა შემოგივარდნენ და ცოლ-შვილი გაგიბახონ, რომ ერთი
ადგილი გაანძრიოთ? როგორც ჩანს თქვენთვის მთავარია გახდეთ მინისტრები,
დეპუტატები, პრემიერები, პრეზიდენტები და რა ქვეყნისა იქნებით არ
გაინტერესებთ...... და საქართველო, რომ საქართველო აღარ იქნება......

არ გემუქრებით, ღმერთმა დამიფაროს, მე მხოლო ჩემი ქვეყნის სიყვარული
მალაპარაკებს..... უბრალოდ გაფრთხილებთ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი
მოქალაქე, გონს მოეგეთ! და გთხოვთ, მიხედეთ ამ პრობლემას, თან ძალიან მალე!
ეს დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რისთვისაც თქვენ“ იბრძვით“,
ერთმანეთს ლაფს ასხავთ, ნაცები, ქოცები და კიდევ ათასი რამ.... ვინ მოიგონა
ეს იდიოტობა? ჩვენ ხომ ქართველები ვართ! მოვეფეროთ და მოვუაროთ ჩვენს
საქართველოს! რისთვის გინდათ ეს მოგება და გამარჯვება? ჯიბეები რომ
დაისუქოთ და მერე აქედან დაახვიოთ?... და ვის უტოვებთ ქვეყანას? ამათ? ამ
გადამთიელებს?..... უკან დაგრჩებათ თქვენი ადგილებიც და ყველაფერიც. გონს
მოეგეთ! ეს ჩემი თხოვნაც არის და გაფრთხილებაც. ჩემნაირად ძალიან ბევრი
ქართველი ფიქრობს და არა მარტო ქართველი, არამედ აქ მაცხოვრებელი სხვა
ეროვნების წარმომადგენელიც. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ავიღოთ ჩვენს
თავზე ამ პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, მაშინ ძალიან ცუდად
დამთავრდება ყველაფერი და პირველ რიგში თქვენთვის. ყველას უნდა ახსოვდეს,
რომ ისტორიულად ქართველი კაცის გენეტიკური მოვალეობაა მანდილოსნის დაცვა და
გაფრთხილება, რამეთუ ის მომავალი ქართველი დედაა!“

2
7239
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7239
  
2016, 9 ივლისი, 23:24
საღოლ მიშა გენაცვალე მართალია ყველაფერი
2016, 28 ივნისი, 11:46
ამიტომაცაა შიდსი საქართველოში ასე გავრცელებული, კი მალავენ საგულდაგულოდ, მაგრამ ფაქტი სახეზეა–4 ადამიანი დაზუსტებით ვიცი ჩემი ქალაქიდან შიდსით რომ დაიღუპა შარშან.
0 1 2