x
image
ციცი
Mediator image
"დღეს თამამად ვამბობ-ეს ხალხის შეურაცხყოფაა!!!"-თამრიკო ჭოხონელიძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალის გამო აღშფოთებულია.
image
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალი ჯანო იზორიამ დტოვა. იგი აუტსაიდერებში სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად მოხვდა.

პროექტის ფინალში იცეკვებენ ანდრია გველესიანი - სალომე ჭაჭუა და სტანისლავ ბონდარენკო - ნიკე კეშელავა.

ჯანო იზორიას პროექტიდან გავარდნას დიდი ვნებათაღელვა მოყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანო უნდა დარჩენილიყო პროექტსი, ნაწილი კი სტანის;ლავს გულშემატკივრობს.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალის გამო აღშფოთებულია მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც, რომელიც მიიჩნევს რომ ჯანო იზორიას პროექტიდან გაგდება უსამართლობა იყო და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის აზრს აფიქსირებს:


"ეს რა იკადრეს???!!! არ გრცხვენიაააათ???!!! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და ძალიან დიდი თანაც!!! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო!!!დღეს თამამად ვამბობ-ეს ხალხის შეურაცხყოფაა!!! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას-რა გაუკეთეს! ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელში!!! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება???!!! როდემდე???!!!"

აი რას წერენ კომენტარებში:

"თუ კონკურსანტზეა ლაპარაკი, ანდრეა უნდა გავარდნილიყო და არა სტასი, და ჯანო და სტასი უნდა ყოფილიყვნენ ფინალში! მერე რა რომ ქართველი არ არის სტასი, კონკურსში მონაწილეობს და იბრძვის გამარჯვებისთვის, რა არის აქ გასაკვირი? და ეს კონკურსი რომ სმს-ბით იზომება - არაა ახალი! ხალხს ვერავინ უბრძანებს, ვის მისცეს ხმა!"

"არაა ეგ ზარებიც სამართლიანი..როგორ შეილება ჯანო გააგდონ და ვიღაც ბონდორენკომ გაიმარჯვოს!!! ესაა არ ვიცით საკუთარი ხალხის დაფასება..."

"რატომ გაგიკვირდა თამრი, საქართველოში როდესმე ყოფილა სამართლიანი კონკურსი? მე არ მახსოვს და ამიტომაც არასდროს არანაირი ქართული კონკურსით არ ვინტერესდები. აქ ყველა კონკურსის დაწყების წინ უკვე უციან ვინ არის გამარჯვებული."

"რა სამართლიანი, ყველამ იცოდა ბონდორენკო გადავიდოდა და არ ვიჯერებდი... ესე იქნება ყოველთვის საქართველოში... ჯანო მაინც გამარჯვებულია ყველასთვის..."

"არარსებობს... რამდენადაც მე ვიცი, ყველა ჯანოს უმესიჯებდა... ყალბია ეგ ყველაფერი და ყალბია ეგ ჟიურიც... როგორც აწყობთ ისე წყვიტავენ..."imageimage

0
560
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0