x
image
natia.a
"იმედის დახურვის სუნი მცემს" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოულოდნელმა ფინალმა მაყურებელი აღაშფოთა
imageგუშინ, 20 ივნისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალი გაიმართა. ეს ტური განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა და მაყურებლებს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. დაპირისპირება ძირითადად ჯანო იზორიასა და სტანისლავ ბონდარენკოს გულშემატკივრებს შორის მიმდინარეობდა. პირველების აზრით, პროექტი აუცილებლად ჯანოს უნდა მოეგო, რადგან ქართველია, საუკეთესო მოცეკვავეა კონკურსანტებს შორის და...თბილისში ბინა არა აქვს. სტანისლავის გულშემატკივრები კი გარდა იმისა, რომ უკრაინელი მსახიობის კარგ ცეკვაზე მიუთითებდნენ, განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ საქართველოში მის საქველმოქმედო მოღვაწეობას.


ასეა თუ ისე, ნახევარფინალი დასრულდა და...დასრულდა ყველასათვის მოულოდნელი შედეგით. აუტსაიდერებში სწორედ რომ სტანისლავი და ჯანო აღმოჩნდნენ. ხმები კი მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთნაირად გადანაწილდა და ფინალის ბედი სმს ლიდერობამ გადაწყვიტა. სულ რაღაც 200-ით მეტი სმს-ის წყალობით ფინალში სტანისლავი და ნიკე გადავიდნენ. ჯანო იზორიამ კი პროექტი დატოვა.


image
ამ ფაქტს, ცხადია, სოციალურ ქსელში, მაყურებელთა მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ჯანოს მიერ პროექტის დატოვებას უმრავლესობა უსამართლობად აფასებს. ბევრს ისიც მიაჩნია რომ ხმები გაყალბდა, რათა ფინალში ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა მოხვედრილიყვნენ, რადგან ეს უკანასკნელი ჟიურის წევრის, გოჩა ჩერტკოევის ნათესავია.


" ეს შოუ საყურებლად არ ღირს...უსამართლობააა...ფინალში ანდრია არ უნდა იყოს"



"ანდრია კარგი ბიჭია, მაგრამ საერთოდ ვერ ცეკვავს, ძალიან სამარცხვინო ფინალია"


"ბინა ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ის გავარდა... გავარდა თუ გააგდეს ეგეც საკითხავია. ფინალში ჯანო და სტასი უნდა ყოფილიყო."


"ანდრეას რომ დაეტოვებინა პროექტი უფრო სამართლიანი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით საერთოდ ვერ ცეკვავს...ამიტომ გამარჯვებული აუცილებლად უნდა იყოს სტასი და ნიკე"


"იმედის დახურვის სუნი მცემს"


"სირცხვილი ცეკვავენ ვარსკვლავებს. ფინალისტები დგანან აუტსაიდერებად"


"ხმელი წიფელი ფინალშია !!! ვაი თქვენს პატრონს !!"


"ანდრიას ლამაზად გამოსდის სალომეს ხელში ატაცება და ტრიალი, მაგრამ ეგ სპორტული აღნაგობის დამსახურებაა და არა ცეკვის ნიჭის. ანდრიაზე უკეთესად ბევრი ცეკვავდა ამ პროექტში, თვალები დავიბრმავოთ რადგანაც ქართველია? ესეც ომი ხომ არაა, რა შუაშია აქ პატრიოტიზმი." - ასეთ კომენტარებს ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ოფიციალურ გვერდზე.


image


imageimage
image


8
2407
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2407
  
2016, 21 ივნისი, 15:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 21 ივნისი, 14:54
მერე რა რო ჯანოს ბინა არ აქვს,მეც არ მაქვს,და მაჩუქეთ მაშინ...მიუხედავად ამისა,ანდრიაზე ბევრად უკეთესად ცეკვავს..და ფინალში ყოფნას იმსახურებდა და გამარჯვებასაც....ისე გამიკვირდა,პირველია ჯანო ვინც არ შეეცოდა ხალხს,ისე ბევრმა შეიცოდა თავი,ბინა არ მაქვს სახლი არ მაქ,ოჯახი არ მყავს...სხვა დროს....და იმარჯვებდნენ კიდეც..ახლა დამტკიცდა რო ქართველები გადავგვარდით....პირველად არ მივეცით ხმა ვისაც ბინა არ აქვს..მასე ნახევარ საქართველოს არ აქვს..
2016, 21 ივნისი, 11:34
რა კარგია ამ სისულელებს რომ არ ვუყურებ :)))
2016, 21 ივნისი, 11:20
არ ჰქონდა, რადგან ჟიური მცირე გამონაკლისის გარდა არ იმსახურებს პატივისცემას, ისევე როგორც შოუს მონაწილეების დიდი ნაწილი.
მოცეკვავეს ხესავით რომ დააქვს ტანი იმას რა უნდა ამ შოუში.
შევარდნაძის შენაფასები ცეკვა არ გაიშვას...
2016, 21 ივნისი, 11:18
ნეტა ვიმეს თუ ჯერა, რომ ამგვარ შოუებში სმს-ები და ხმები რამეს წყვეტს :) ეს ნორმალურია, ყველაფერი რეიტინგზეა გათვლილი, სტასი რომ არ გასულიყო ფინალში, "იმედი" ბევრ მაყურებელს დაკარგავდა. სწორი გადაწყვეტილებაა მარკეტინგის თვალსაზრისით. ისე კი, გულახდილები რომ ვიყოთ, ბონდარენო რომ არ ჩამოსულიყო ამ გადაცემას რეიტინგი საერთოდ აღარ ჰქოდა. რა ქნან, "მკვდარი" რაღაცით ხო უნდა გააცოცხლონ. :))
2016, 21 ივნისი, 10:53
სირცხვილი და თავის მოჭრაა და მეტი არაფერი, ვერ მორჩა ვიღაცეების გათრევა ფინალში ნიჭიერი ადამიანების ხარჯზე, ჯანო არ იყოს ფინალში და ანდრია ცეკვავდეს-ეს შეცდომა კი არა კატასტროფაა.
ჯანო უნიჭიერესი კაცია და არ დაიკარგება, მაგრამ ამ მლიქვნელების "ჯარს" და ძალად "ინტერნაციონალისტებს" რა ეშველებათ?!
შევარცხვინე ის ქართველი ჩამოყვანილი უცხოელის ფანკლუბს რომ შექმნის და ქართველს მხარს არ დაუჭერს, როცა ეს ქართველი იმ უცხოელზე ნაკლები არაფრით არაა...
2016, 21 ივნისი, 10:24
200 ცოტა არ არის. და საერთოდ, 1-ით მეტიც რომ ყოფილიყო, მაინც სამართლიანი იქნებოდა სტანისლავის ფინალში გადასვლა.
2016, 21 ივნისი, 2:00
არ ვუყურებ საერთოდ ამ გადაცემას
0 1 8