სხვა 15 უცნაური საგანი, რომლებიც ადამიანებმა თავიანთ ეზოებში იპოვეს 2016, 22 ივნისი, 8:59 ის, ვინც საკუთარ სახლში ცხოვრობს და ეზო აქვს, ორ უკიდურესობაშია მოქცეული : ერთი მხრივ, შენ თვითონ ხარ შენი თავის პატრონი; მეორე მხრივ, საკუთარ სახლსა და ეზოს ბევრი ფუსფუსი და შრომა სჭირდება, თუმცა არსებოს კიდევ ერთი, ნაკლებად გათვალისწინებადი ასპექტი: მიწას ხშირად მოაქვს ხოლმე სიურპრიზები, ხანდახან ეს სიურპრიზი ეზოს მფლობელისათვის ნამდვილ განძადაც შეიძლება გადაიქცეს. სწორედ ასეთ "არქეოლოგიურ აღმოჩენებზე'' გვექნება საუბარი ამ პოსტში.
მაშ ასე, ერთად გავიხსენოთ 15 უცნაური შემთხვევა, როცა ადამიანებმა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს საკუთარ ეზოებში მეტად უცნაური ნივთები იპოვეს. 1. შუა საუკუნეების იარაღი 2. მასტადონტის ( დინოზავრის სახეობა) ძვალი 3. კალიფორნიაში ერთმა ოჯახმა ახლადშეძენილი სახლის სარდაფში 1960-იან წლებში აშენებული ატომური თავდასხმისაგან თავდასაცავი თავშესაფარი აღმოაჩინა 4. ერთმა შვედმა ქალმა თავისი დაკარგული ნიშნობის ბეჭედი 15 წლის შემდეგ იპოვა, როცა მასზე სტაფილო გაიზარდა 5. 1899 წელს გამოშვებული გოლფის სათამაში ბურთი, ნაპოვნი 2010 წელს 6. სახლის ეზოდან ამოთხრილი "ფერარი", 1978 წელი, ლოს-ანჟელესი 7. უიშვიათესი ალბინოსი-კალია 8. 300 წლის წინანდელი მონეტა 9. კალიფორნიელმა ცოლ-ქმარმა თავიანთი სახლის უკანა ეზოში ნამდვილი საგანძური იპოვა - 10 მილიონ დოლარად ღირებული ოქროს მონეტები 10. სავარუდოდ, ამ სამეულს უახლოეს ხანებში საქმე არ გამოელევა 11. კიდევ ერთი მიწისქვეშა თავშესაფარი, თუმცა არც ისე კარგად შენახული 12. 14 მილიონი წლის წინ დაღუპული ზვიგენის ძვლები, რომლებიც ლოს-ანჯელესელმა ოჯახმა იპოვა 13. ეზოს მესერში ნაპოვნი ტყვია 14. იშვიათი ''რელიკვია", რომელიც ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა თავის ეზოში იპოვა 15. მეხისაგან სამ ნაწილად გახლეჩილი ხე 2276 13-ს მოსწონს
|