საფრანგეთში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა, დასავლური მედიის ცნობით პარიზის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანილში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეძახილებით “ალაჰ ჰაკებარ'' პოლიციის ოფიცერს მის სახლთან თავს დაესხა და მოკლა, ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა, როგორც ცნობილი გახდა პოლიციელის მეუღლე დაიღუპა, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი საცხოვრებელი სახლის შტურმისას მოკლეს, ფრანგული მედიის ინფორმაციით ტერორისტი 25 წლის ლაროსი აბალაა რომელიც 2013 წელს ძარცვისა და ტერორისტებთან კავშირის გამო იყო ნასამართლევი, პოლიციელისა და მისი მეუღლის მკვლელობას საფრანგეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, შინაგან საქმეთა უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.