
სიმაღლეში ზრდისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება რათა ხელი შეუწყოთ ორგანიზმის ნორმალურ ზრდას და განვითარებას, უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული და ვიტამინები.ცნობილია რომ ზრდის ჰორმონების გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა, ამიტომ რაციონში შეიტანეთ ცილოვანი პროდუქტები:კაკალი, კვერცხი, ხაჭო და ამავე დროს შეზღუდეთ გლუკოზა:შაქარი, კამფეტები, სასმელები.შესაძლებელია მათი შეცვლა თაფლით, ტკბილი ხილით, ზრდაზე ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები.A ჟგუფის ვიტამინებში შედის:ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
ზრდის შეფერხება შეიძლება ასევე სხვადასხვა დაავადების დროს თუმცა განკურნების შემდეგ იგი ისევ განაგრძობს ზრდას.ასევე ზრდის შეფერხების მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი სტრესი რომლის შედეგადაც ზრდის ჰორმონის გამომუშავება ფერხდება და მოზარდები ძალიან ცუდად იზრდებიან.სიმაღლეში გაზრდისთვის არსებობს სხვადასხვა ოპერაციები თუმცა მე გირჩევთ არ გაიკეთოთ რადგან 1 დადებითის გარდა ბევრი უარყოფითი თვისებაც აქ.

ყველაზე მარტივი და უსაფრთხო სიმაღლეში ზრდისთვის არის ვარჯიში, თუმცა ამ მოქმედებას შეუძლია მხოლოდ 5, 6 სანტიმეტრით მომატება, ოღონდ ეს ვარჯიში უნდა იყოს ყოველდღიური, 1 –2 კვირის ვარჯიშით ეს შედეგი არ მიიღწევა.

იზრდება თუ არა ბავშვი ძილში? რათქმაუნდა იზრდება რადგან ძილის პროცესში 70% ზრდის ჰორმონები გამოიყოფა ღამით.გამოუძინებელ ბავშვებში კი ხშირად შეიმჩნევა ზრდაში ჩამორჩენა.
რომელ ასაკამდე იზრდებიან ადამიანები: გოგონები: 17–19 წლის ასაკამდე, ზრდის სიჩქარე 11–12 წლის ასაკშია, ისინი ამ დროს წელიწადში 8, 5 სანტიმეტრს იმატებენ.
ბიჭები:19–21 წლის ასაკამდე, ზრდის სიჩქარე 12–13 წლის ასაკშია, ამ დროს ისინი წელიწადში 9, 5 სანტიმეტრს იმატებენ.
რათქმაუნდა ასაკთან ერთად ადამიანის სიმაღლე იკლებს, 60 წლისთვის 2, 5 სმ –ით .80 წლისთვის კი 5–6 სმ –ით.

გოგოს ნორმალურ სიმაღლედ ითვლება: 1, 65–1, 70
ბიჭის ნორმალურ სიმაღლედ ითველება: 1, 70–1.80