x
image
ახალი თაობა
ქალი ნებისმიერ ასაკში ჯერ ქალია,მხოლოდ ამის შემდეგ არის –ცოლი,დედა და დიასახლისი

imageთუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ყველა ოჯახური წყვილი განიცდის კრიზისს და ეს მომენტი მათი თანაცხოვრების მეოთხე წელზე მოდის.შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მამაკაცზე მეტად ქალის ბუნება მოითხოვს სიახლეს და თუ ამ სიახლის რეალიზაციას ვერ ახდენს, აგრესიული და პრეტენზიული ხდება.ქალს გაცილებით სწრაფად სწყინდება ერთფეროვანი სიტუაცია და პარტნიორი, ვიდრე მამაკაცს.თუმცა კაცობრიობა გადაარჩინა მყარმა ცოლქმრულმა კავშირმა და სიყვარულმა.ერთგულება არ ნიშნავს საკუთარი გრძნობების და ემოციების ჩაკვლას.ქალი მაშინ არის სრულფასოვანი და ქმრისთვის სასურველი, როცა გრძნობს საკუთარი ძალებისადმი რწმენას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ოჯახური საქმეებით.მამაკაცებო, ნუ გამოკეტავთ ცოლებს სახლში და ნუ დააკისრებთ მათ მხოლოდ დამლაგებლის როლს, რადგან ჭურჭლის რეცხვით და ოჯახური ორომტრიალით გადაღლილი ქალი ერთ მშვენიერ დღეს ბოღმას თქვენზე ამოანთხევს ან გასართობს სხვაგან დაუწყებს ძებნას.არ მოაკლოთ ქალს ყურადღება და ალერსი, ნუ ეცდებით ჩაკლათ მასში პიროვნება.არ არის აუცილებელი, ცოლზე იბატონოთ მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი თავი დაარწმუნოთ მის ერთგულებაში.პირიქით, არასრულფასოვნების კომპლექსს ჩამოუყალიბებთ და პირველივე შემხვედრს, რომელიც მასში ქალს დაინახავს, უკან გამოეკიდება.არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში ჯერ ქალია, მხოლოდ ამის შემდეგ არის–ცოლი, დედა და დიასახლისი.

3
407
16-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
407
  
2013, 8 იანვარი, 19:17
რაღაც მამაკაცების კომენტები არ ჩანს :D :D ან რა უნდა დააკომენტონ,ყველაფერი მართალია... :)
2012, 18 ნოემბერი, 21:41
ძალიან კარგია....
2012, 18 ნოემბერი, 21:40
კარგი იყო (Y) (Y)
0 1 3