x
image
ახალი თაობა
არნოლდ შვარცნეგგერი "გზა ოცნებისაკენ"
image





















სოფელში, სადაც მე გავიზარდე, ყველაფერი მკაცრად იყო.მამაჩემი პოლიციის ოფიცერი იყო, მას უნდოდა რომ ჯარის საქმიანობას გავყოლოდი, ვყოფილიყავი მამაცი, კანონმორჩილი და გამორჩეული პიროვნება, რომ ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი.ავსტრიაში ისეთი პირობები იყო, რომ შვილი, ასე თუ ისე, უნდა გაჰყოლოდა მამის გზას, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფი ბავშვებისაგან განსხავევბით მე მკვეთრად მქონდა მიზნად დასახული იქედან წასვლა.ერთხელაც, მე ვნახე ჟურნალი რომლის თავფურცელზე იყო რედ პარკერი სათაურით-"როგორ გახდა მისტერ მსოფლიო ჰერკულესი".მე გადავშალე ჟურნალი და წავიკითხე... იქ იყო მთელი გეგმა.


პიტერი:-იმ დროს ბოდიბილდინგი არ არსებობდა ავსტრიაში და ჩვენ, ბიჭები, ყოველთვის დავცინოდით მას, კარგი არნოლდ, ოცნებაში ხარ, გეყოფა.მამამისსაც დიდად არ ეხატებოდა გულზე რასაც აკეთებდა.


არნოლდ შვარცნეგგერი:მამაჩემი მეუბნებოდა რომ მხოლოდ იმედების გაცრუებას უნდა ველოდო და ყველანაერად მიშლიდა...1965 წელს 18 წლის ასაკში, წამიყვანეს ჯარის ოფიცრებთან და გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ტანკისტი, მე კი ვამბობდი, რომ ყველაზე დაკუნთული ადამიანი უნდა გავხდე მსოფლიოში.პრობლემა იმაში იყო, რომ გაურკვეველი იყო თუ როგორ უნდა მევარჯიშა ყოველდღე ჯარის ტერიტორიაზე.მე ვუთხარი ჩემს თავს:"არნოლდ, აი არის მიზანი და გავაკეთებ ყველაფერს მის მისაღწევად".ასე მივიღე ყოველდღიური საქმე, იარაღის წმენდა, მორიგეობა, 32-იანი დისტანციის დაფარვა ყოველდღიურად, დაბრკოლებების გადალახვა, ადგომა ყოველთვის 5 საათზე და უამრავი სხვა რამ.საღამოს როდესაც ყველა დაქანცული ეცემოდა საწოლზე და იძინებდა, მე ვვარჯიშობდი 3 საათს და დილით კიდევ ყველაზე ადრე უნდა ავმდგარიყავი, რომ მომესწრო აჯიმანიების, აწევების და ჩაჯდომების გაკეთება.იყო კონფლიქტი, გაკიცხვა, იმიტომ რომ ძალოსნობა იყო ტრადიციული სპორტის სახეობა, ჩემს იდეას არავინ უჭერდა მხარს, არ იყო სავარჯიშოდ საჭირო მოწყობილობები, მე უნდა მეპოვნა ხერხი და შესაძლებლობა რომ მევარჯიშა.სკამებს შორის აჯიმანიები, ხელნაკეთი ტურნიკი, ამოქაჩვები, გარშემო ყველა მეუბნებოდა, რომ არასწორი მიმართულებით ვმოძრაობ, რომ ილუზიების სამყაროში ვარ და უშედეგოა ეს ყველაფერი მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამას გავაკეთებდი რის ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს იყო საკუთარი თავის ხედვა, როგორც მსოფლიო ჩემპიონის.5 ან 6 კვირის შემდეგ მივიღე მოწვევა შტუტგარტიდან იუნიორების შეჯიბრში მონაწილეობისთვის, ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის საბრძოლველად.ეს იყო საერთაშორისო შეჯიბრი, თუ მართლა მსურდა წარმატების მიღწევა, ეს შეჯიბრი იყო ის რაც საჭირო იყო ამისათვის.1 წლით გვიან ვერ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან თუ ხარ 18 წელზე მეტის ვერ მიიღებ მონაწილეობას და ამიტომ ვუთხარი საკუთარ თავს:"მე აუცილებლად უნდა მოვახერხო აქედან გასვლა, რომ მივიღო მონაწილეობა, მე უკვე გავლილი მქონდა საბაზისო წვრთნა და ვხვდებოდი რომ, თუ წავიდოდი ამას დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვებოდა.



ფრანზ კაუფმანი:-მე ვიყავი ოფიცერი არნოლდის მსახურობის დროს.ისინი ვინც ნებართვის გარეშე გადიოდნენ ჯარიდან იგზავნებოდნენ კარცერში, კარცერში ყოფნა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო რამდენიმე დღიდან, რამდენიმე კვირამდე.


არნოლდ შვარცნეგგერი:მე ვიწექი საწოლზე და ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "შენ ეს ნამდვილად გინდა არნოლდ?ისინი ჩაგკეტავენ კარცერში".ეს ჰგავდა საკუთარ ეჭვებთან ბრძოლას, ხოლო დრო გადიოდა, შეჯიბრი ბოლდიბილდინგში სულ უფრო ახლოვდებოდა, უძილო ღამეებიც ემატებოდა.მე ვეკითხებოდი საკუთარ თავს: "არნოლდ, ეს ყველაფერი შენზეა?ეს ხომ რთულია", რატომ ხედავ ამ მიზანს ასე მკვეთრად მაინც და მაინც შენ?გაემგზავრო ამერიკაში, მოიგო შეჯიბრი მისტერ მსოფლიოზე, მიიღო მონაწილეობა ფილმებში, გქონდეს დიდი ხელფასი და მილიონობით ფული.ასე ხომ არავინ ფიქრობს, ეს რეალურია?თუ ეს მხოლოდ ფანტაზიაა? მე ვთქვი: "ერთი წუთი, ეს ხომ მოახერხა რედ პარკმა, ესეიგი ეს შესაძლებელია არნოლდ, ფოკუსირება მოახდინე საკუთარი თავის, წარმოიდგინე შენი მიზანი.მე წარმოვიდგენდი ხოლმე საკუთარ თავს სცენაზე რედ პარკერთან ერთად და სულ უფრო მკვეთრად ვაცნობიერებდი: "არნოლდ, შენ უნდა წახვიდე!"უფრო რთული საკითხი იყო როგორ მივიდოდი შტუტგარტამდე, იმის გათვალისწინებით რომ არ მქონდა ქვეყნის დატოვების უფლება, მე მოვნახე სასაქონლო მატარებელები, ისინი არ ჩერდებოდნენ საზღვარზე და არ ექვემდებარებოდნენ შემოწმებას.როგორც მინიმუმ 26 საათი გზაში, როდესაც ჩამოვედი, შეჯიბრებამდე რჩებოდა 5 საათი, თან არაფერი მქონდა, არც შესაბამისი ტანსაცმელი ამიტომ იძულებული ვიყავი ჩემ წინ გამომსვლელი მონაწილეები რომლებმაც უკვე იპოზიორეს, მათთვის მეთხოვა ტრუსები, რადგან მე ძველმოდური ტრუსები მქონდა.ჩავიცვი და გამოვედი სცენაზე, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, სულ ხელახლა და ხელახლა მეძახდნენ სცენაზე და ვგრძნობდი საკუთარ თავს სულ უფრო თავდაჯერებულად, რადგან ყოველ ჩემ გამოსვლას უფრო დიდი აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.ასე დამყარდა მაყურებელთან კონტაქტი, ისინი ხედავდნენ პერსპექტიულ ახალგაზრდას ჩემი სახით, შემდეგ გამოაცხადეს მესამე ადგილი...მეორე და...მე გავხდი გამარჯვებული, მე ამას ვერ ვიჯერებდი, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან მივხვდი რომ ეს არ არის უბრალოდ ოცნებები.მათ არასდროს გაუგიათ ჩემზე და ამირჩიეს მე, ეს იმას ნიშნავდა რომ ჩემში რაღაც განსაკუთრებული არის.


როდესაც დავბრუნდებოდი ალბათ მეტყოდნენ შენ არ შეგიძლია ასე უბრალოდ შემოხვიდე ჭიშკრიდან და თქვა "გამარჯობათ, მე დავბრუნდი".აქედან გამომდინარე გადავწყვიტე შევპარულიყავი.მიზანი იყო შეუმჩნევლად შეპარვა, თითქოს არც ვყოფილვარ გასული და ჩვეულებრივ ჯარის რითმში ყოფნა, მაგრამ ასე არ მოხდა.მათ კარგი დარაჯები ჰყავდათ და ამიტომ დამიჭირეს, მე გავატარე რამდენიმე დღე ერთ კაციან კამერაში, რაც იყო დასჯა.მე ვუთხარი ჩემ თავს:"ხოო ეს რთულია, ტკივილის მომტანია, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე ეს არ მაშინებს".თუ მე მაშინ არ გადავწყვეტდი ამის გაკეთებას, ეს გულზე დამაწვებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.მნიშვნელოვანი იყო ის რომ კონცენტრირებული დავრჩენილიყავი საბოლოო რეზულტატზე და მერე როდესაც ჯარისკაცები მოვიდნენ ჩემს გასანთავისუფლებლად მითხრეს რომ ჩემი ნახვა უნდოდათ ლეიტენანტებს.როდესაც შევედი ოფიცრებსი კაბინეტში, მე დავინახე რამდენიმე ოფიცერი რომლებიც ეწეოდნენ სიგარებს, მათ დაიწყეს ჩემი გაკიცხვა, ტონს წევდნენ... თუ როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი, რომ წესები დავარღვიე.მე ბოდიში მოვიხადე და ყველას დავეთანხმე.
რაღაცნაერად გავრცელდა ინფორმაცია რომ მე გავიმარჯვე და მე მითხრეს: "მოდი გავერკვეთ, შენ მოიგე შეჯიბრი?" და მე მათ მივეცი რაც უნდოდათ, მათ ვავარჯიშებდი და მეც ვვარჯიშობდი, დავრბოდი, ვძრომიალობდი, იარაღით ხელში დაბრკოლებების გადალახვა და სხვა.მე მითხრეს: "ნუ კარგი ბიჭი ხარ"... ეს იმიტომ რომ ჯარში პატივს სცემენ დისციპლინას, ამიტომ ჯარისკაცებს უყვართ სამაგალითო ადამიანები, ისინი ძალიან ამაყობდნენ, მაგრამ უნდა გაეკეთებინათ რაიმე ოფიციალურად.მე მითხრეს:"ჩვენ შენ დაგსჯით შვარცნეგგერ და გაგაგზავნით სამზარეულოში სამუშაოდ რომ გათალო ხოლმე კარტოფილი".ასე მივიღე დამატებითი საკვები, შემეძლო ამეღო ზედმეტი სტეიკი, მას შემდეგ დავიწყე ხორცის მიღება ყოველდღიურად, ანუ დამატებითი პროტეინის მიღება.შემდეგ ჩემი ვარჯიში უფრო ცნობილი გახდა, შეიქმნა ტრენაჟორები და შესაბამისი ხელსაწყოები, მათი დახმარებით ვვარჯიშობდი ყოველდღე 3-დან 6 -მდე.მე მქონდა გადასატანი ტრენაჟორული დარბაზი და როდესაც გაგვაგზავნეს უდაბნოში, მე მთელი საჭირო ხელსაწყოები მქონდა ტანკში, ამით ჩვენ ვიყავით მზადყოფნაში გვევარჯიშა ყველგან და ნებისმიერ დროს, ეს შესანიშნავი შეთანხმება იყო, რადგან მე მათ ვჭირდებოდი და მეც დაინტერესებული ვიყავი ამით.როდესაც დავიწყე ვარჯიში ჩემი ფორმა არ განსხვავდებოდა გარშემომყოფებისგან, ვარჯიშის ერთი წლის განმავლობაში, მე მოვიმატე პრაქტიკულად 11 კილო ხარისხიანი კუნთოვანი მასა, ეს იყო საბაზისო და მნიშვნელოვანი საწყისი მომავლისთვის.როდესაც გამოვაცხადე რომ მინდა მსახიობობა ვცადო, მე მითხრეს:"არა, შენ აქცენტი გაქვს, შენ ძალიან დიდი ტანი გაქვს და შენი სახელის წარმოთქმა არავის შეუძლია, იყავი რეალისტი".ეს 70-იანებია, დღეს დასტინ ჰოფმანია მაგალითი, ალ პაჩინო-დაბალი ტიპები, ვუდი ალენი-სექს სიმბოლოა.როდესაც ჩავერთვე პოლიტიკაში, მე მითხრეს: "შენ ხუმრობ, შენ ვერასოდეს მოიგებ, ჯობია დანებდე"მაგრამ მე არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ვიცოდი რას მივაღწიე, გავემგზავრე გერმანიაში, როდესაც მეუბნებოდნენ რომ არ გამოვიდოდა "შენ ვერ გაქაჩავ იუნიორების ევროპულ დონეს", მე არ ვუსმენდი არავითარ “არას" მე წავედი და გამოვიდა ყველაფერი, მოვიგე! მე ვიყენებდი ამ მაგალითს მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0