სხვა მე მყავს გმირი დედა 2013, 17 დეკემბერი, 17:30 ეს ამბავი მე მეკუთვნის, იმდეია ყველანი გაითავისებთ თუ რამ მაიძულა მე ამ სტატიის წერა, უბრალოდ არ შეიძლებოდა არ შევხებოდი ამ თემას, გთხოვთ ყველას თუ რამე არ მოგეწონებათ ამ სტატიაში ნუ გამაკრიტიკებთ რადგან როდესაც ამ სტატიას ვწერდი სულაც არ დავფიქრებულვარ დავუშვი თუ არა რაიმე შეცდომა. გთხოვთ დააფასოთ ემიგრანტები, ისინი გმირები არიან, მათ ისეთ სიძნელეებს გაუძლეს რომელსაც ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა, არ არსებობს დედის და შვილის დაშორებაზე უფრო ცუდი რამ, ისინი წლობით ვერ ხედავენ ერთმანეთს.თქვენ გგონიათ სკაიპში დანახული სახე და სითბო შეცვლის რეალურ სითბოს და ჩახუტებას?არა მერწმუნეთ.დედაჩემიც ემიგრანტია მე ის 5 წელია არ მინახავს, 13 წლის ვიყავი როცა წავიდა, წავიდა და დამტოვა ჩემს ფიქრებთან მარტო, ღმერთო ჩემო როგორ არ შემეძლო მაშინ დედის გარეშე, ალბათ ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი იმ მომენტში რომ ჩემთვის დედამიწაზე 1 სითბო და სიყვარული დამტოვებდა, მე მაინც მახსოვს ის სითბო.დედის ჩახუტება ყველა ჩახუტებისგან განსხვავდება, ის ძალას გმატებს და სიცოცხლის სიყვარულს გასწავლის.არ ვიცი როცა ვნახავ რა მოხდება, ჩემთვის თითქოს უცნობი გახდა დედა, შეიძლება როცა დავინახავ ვერც ვიცნო ან უკვე დიდმა ბიჭმა მორცხვად დავხარო თავი მის წინაშე, მახსოვს როდესაც ბოლოს ვნახე მანუგეშა, თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა, ცდილობდა ჩემთვის არ ეგრძნობინებინა მისი ტკივილი, შვილებისგან განშორების ტკივილი, ისიც მახსოვს რა მითხრა, დედი მე საბერძნეთში უნდა წავიდე, შენ ნუ გეშინია, მე მინდა თქვენ ბედნიერები მყავდეთ, არ დავეძებ მანძილს რომელიც უნდა გავიარო, მე თქვენთვის ყველაფერს დავთმობ, არ იჩხუბოთ დედი კარგი?ჩემი ბიჭები, მოდით ჩამეხუტეთ :( ყველანი ვტიროდით, ვიცოდი 2 წუთში დავშორდებოდით ერთმანეთს, მე აღარ შემეძლო!!!ეხლა ვფიქრობ, დედაჩემი სწორად მოიქცა?მან სიცოცხლე შემოგვწირა, მან ჩვენი ბედნიერი მომავალი შექმნა, მან გაიარა 4000 კილომეტრი ავტობუსის საბარგულში მჯდომიარემ.ის გმირია როგორც ყველა ემიგრანტი დედა, ღმერთო გთხოვ დაიფარე ყველა ემიგრანტი 184 6-ს მოსწონს |
ალბათ მე ასეთ შემთხვევაში ვერაფერს განსაკუთრებულს გირჩევდი რადგან შენ ჩემზე ბევრად მეტი იცი , ეს წიგნებში არ წერია და ეს უნდა იგრძნო რომ მიხვდე.
ერთადერთი იმის თქმა შემიძლია , რომ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს კანონზომიერება, ანუ არსებობს ბედნიერების და ტკივილის ხარკი. ცხოვრება აუცილებლად "გამოასწორებს" ამ შეცდომას და ამ ტკივილის სანაცვლოდ აუცილებლად მოგქცემს ისეთს, რაც ბედნიერს გაგხდის.. :))
წარმატებები..