x
image
ახალი თაობა
ინტერვიუ მალიბუ ტუღუშთან X-ფაქტორის დატოვების შემდეგ
image


მალიბუ ტუღუშის ინტერვიუს სრულად ...



კითხვა 1: პროექტის დაწყებისთანავე ყველა შენი ნამღერი გახდა განსჯის საგანი, როგორ ფიქრობ რამ გამოიწვია ეს?


მალიბუ ტუღუში–არ ვიცი ალბათ, თავიდანვე ეს გამოიწვია თუნდაც სტილმა თუნდაც, ყოველთვის რაღაცას როცა გავაკეთებდი გამოჩნდებოდა რომელიმე ჟიურის წევრი და იტყოდა მე არ მომწონს, რეალურად ეს არის გემოვნების საქმე, შეიძლება ყველას არ მოეწონოს ერთიდაიგივე რაღაც, ინდივიდუალიზმია ყველა ადამიანში, ამიტომ ასე ზუსტად არ ვიცი რისი ბრალი შეიძლება იყოს მაგრამ რათქმაუნდა მე ვარ მიზეზი, არ ვიცი ზუსტად ნადვილად არ ვიცი.



კითხვა2:ბოლო ლაივზე დატოვე პროექტი როგორ ფიქრობ რამდენად სამართლიანი იყო ჟიურის გადაწყვეტილება?


მალიბუ ტუღუში-იცი რა არი?თუ დაუფიქრდები იმას თუ რა მიზეზი მოიყვანა კერძოდ სოფომ რის გამოც მე დავტოვე პროექტი რომ ნინა დარჩება გუნდის გარეშე არ ვიცი თუ ეს არი პროექტი რეალურად, მათთვისაც უკეთესი უნდა იყოს როცა ერთ-ერთი მენტორი რჩება მონაწილის გარეშე, არ ვიცი, აქ ალბათ უფრო სხვა რაღაცეები იყო, მითუმეტეს როდესაც ნიკაზე იყო გადამწყვეტი ხმა მე უკვე ვიცოდი რომ პროექტს დავტოვებდი რადგან, არ ვიცი ესე ვთქვათ როცა ადამიანი არ მოგწონს როგორც პიროვნება როგორც ადამიანი, არ გაინტერესებს უკვე ის როგორ მღერის ან როგორი მუსიკოსია და ა.შ ამიტომ არც მიფიქრი მაგაზე, სამართლიანი იყო თუ არასამართლიანი, მოხდა ესე და მორჩა, მთავარია სადამდეც მოვედი X-ფაქტორში ეს ძალიან გამომადგა და დამეხმარა ბევრ რაღაცაში, წლევანდელი სეზონი ისე მიმდინარეობს ეხლაც რომ ვერ გაიგებ რეალურად ვინ შეიძლება გახდეს გამარჯვებული, თუმცა რათქმაუნდა ჩემი კატეგორიის წევრი ცირა რომელიც დარჩა მარტო იქ როცა მე დავტოვე პროექტი, რათქმაუნდა ძალიან მინდა რომ ცირამ შეძლოს და ბოლომდე მიიყვანოს ეს პროექტი და გაიმარჯვოს კიდეც, რატომაც არა რადგან ნამდვილად იმსახურებს ცირაც და ნამდვილად იმსახურებს გიორგი გაბუნიაც რომ წელსაც გახდეს გამარჯვებული მენტორი.


კითხვა3:და მაინც რა მოგცა X -ფაქტორმა?


მალიბუ ტუღუში-X-ფაქტორმა პირველ რიგში მომცა ხალხის სიყვარული და სითბო რათქმაუნდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ხელოვანისთვის, ყველა შემოქმედისთვის და ასევე მომცა ცნობადობა რაც დამეხმარება.როცა რაღაცას აკეთებ თუ ხალხს არ უყვარხარ, არ გიცნობს აზრი არა აქვს კეთებას, ეხლა უკვე აქვს აზრი.



0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0