საქართველო "რატომ არჩევ იმ საქმეს, შენი საქმე რომ არაა?!"-ალექსანდრე ელისაშვილისა და სოსო მანჯავიძის ფიზიკურ დაპირისპირებას ირმა ინაშვილი ეხმიანება(+ვიდეო). 2016, 10 ივნისი, 11:20 საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილსა და "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილ გენერალურ მდივან სოსო მანჯავიძეს შორის, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "მაესტროს ფაქტორის" პირდაპირ ეთერში, სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური ცემა-ტყეპა მოყვა. მათ შორის კი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილმა სოსო მანჯავიძეს კამათის დროს უთხრა, რომ იგი პარტიიდან ირმა ინაშვილმა გააგდო იმის გამო, რომ მან პარტიის ფული შეჭამა. რაზეც მოხდა მათ შორის სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური გასწორება. ამ დაპირისპირებას ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით "ფეისბუქით" გამოეხმაურა და ალეკო ელისაშვილს მიმართა: "ალეკო ელისაშვილს: სოსო მანჯავიძე პარტიიდან არ გამიგდია. ის ნამდვილად იყო გენერალური მდივანი. ჩვენი გზები უბრალოდ გაიყარა. ასეთი რამ ბევრ სხვა პარტიაშიც ხდება. ძველი თანამებრძოლები ერთმანეთს შორდებიან. მეორე-პარტიის ფული მანჯავიძეს არ შეუჭამია. რა ფული უნდა ჰქონდეს პარტიას?! მესამე-ჩემი და მანჯავიძის ურთიერთობა არაა სხვისი გასარჩევი საქმე. ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ის თავის გზაზეა. მე-ჩემს გზაზე. ცუდია, როცა ადამიანები სხვათა პირად კონფლიქტს თუ უთანხმოებას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბოროტად იყენებენ. ლაპარაკობ ატამზე? ილაპარაკე ატამზე, რატომ არჩევ იმ საქმეს, შენი საქმე რომ არაა?! და ჩემი სახელით რატომ სარგებლობ? შენი სახელით მიაწექი, თუ მართალი ხარ და მისაწოლია. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ და არც თემას არ გავაგრძელებ." იხილეთ ვიდეო, სადაც ალექსანდრე ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ " მაესტროს" პირდაპირ ეთერში: 1611 5-ს მოსწონს 2-ს არა
|