საზოგადოება სოფო ნიჟარაძეს უცნობმა მამაკაცმა ხელი გაარტყა - სკანდალური ინციდენტი x-ფაქტორზე 2016, 7 ივნისი, 15:12 "რუსთვი-2-ის მუსიკალურ პროექტ „x-ფაქტორის“ გუშინდელი, მესამე ლაივ-კონცერტის დასრულების შემდეგ სცენაზე ინციდენტი მოხდა. მოულოდნელად დარბაზიდან სცენაზე უცნობი მამაკაცი ავიდა და „x-ფაქტორის დასრულებისას ერთ-ერთ მენტორს - სოფო ნიჟარაძეს დაარტყა. როგორც ინტერნეტ-საიტებზე გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანს, სოფო ნიჟარაძემ დაზიანება სახის არეში მიიღო და სასაწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭრო, მამაკაცმა კი გაქცევა შეძლო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალ FunTime-ის გვერდზე ვკითხულობთ. შეგახსენებთ, რომ მომღერალი სოფო ნიჟარაძე "x-ფაქტორის" მიმდინარე სეზონზე მენტორია კატეგორიისა "ბიჭები 18 წლამდე". თუმცა ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება მას გიორგი გაბუნიას კატეგორიის მონაწილესთან, ცირა კობიაშვილთან მოუვიდა. როგორც მაყურებელმა უკვე იცის, რომ ორი სკამის ტურის ჩაწერაზე, სოფო ნიჟარაძემ ცირა კობიაშვილს უტრირებული მომღერალი უწოდა, რამაც კონკურსანტის გაღიზიანება გამოიწვია. "სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე!" - განაცხადა ცირა კობიაშვილმა, რაზეც სოფომ შემდეგი კომენტარით უპასუხა: "როდესაც კონკურსანტს ჟიურის შეფასებაზე ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, იმიტომ, რომ ეს ავნებს თავად მას და არა ჟიურის წევრს." აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინდელი "ლაივის" ბედიც სწორედ სოფო ნიჟარაძემ გადაწყვიტა: უსტაიდერებში მყოფ ნინა ყიფშიძესა და მალიბუ ტუღუშს შორის ოთხი მენტორის ხმების თანაბრად გადანაწილების შემდეგ, სოფომ ხმა ნინა ყიფშიძეს მისცა, რის გამოც მალიბუმ პროექტი დატოვა. 652 6-ს მოსწონს
|