რელიგია ქრისტეანული ოჯახის არსი 2016, 7 ივნისი, 14:21 ქრისტეანული ოჯახის არსი არის არა სოციალური უჯრედების შექმნა სახელმწიფოში, ქრისტეანული ოჯახის არსი არის არა შვილების ყოლა თუნდაც, არამედ ქრისტეანული ოჯახის არსი არის ორი ადამიანის მცდელობა დაეხმარონ ერთმანეთს ქრისტესთან ურთიერთობაში, მარადიული სიცოცხლის ძიებაში, ამ რთულ გზაზე რომელსაც ღმერთის ძიება ქვია იყვნენ ერთად და დეხმარონ ერთმანეთს დიდი სიყვარულით, ეს არის საიდუმლოება ქრისტეანული ქორწინებისა, ანუ ორი ადამიანი მიდის მარადიული სიცოცხლისკენ, გაღმრთობისკენ, ჭეშმარიტი ქრისტეანული ცხოვრებისკენ, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისკენ და აი ეს პროცესი ეს გზა არის ვიწრო და ეკლიანი, ისინი კი ეხმარებიან ერთმანეთს ამ დიდ საქმეში, თავიანთ თავგანწირულ სიყვარულს ერთმანეთისადმი ავლენენ სწორედ ამ მთავარ საქმეში, ეს არის არსი ქრისტეანული ოჯახისა.ასეთი განწყობით როცა არიან ადამიანები იწყება დიდი საიდუმლოება, ორი ადამიანის ერთად გახდომისა და ორი ადამიანის ქრისტეში ერთად შერწყმისა, ღმერთთნ ერთად მისვლისა, ეს საიდუმლოება იკურთხება ეკლესიაში, ილოცება ეკლესიაში და ამ კურთხევას, ამ დალოცვას ჰქვია ქორწინების საიდუმლოების დასაწყისი და არსობრივად ეს მსახურება წირვაში უნდა იყოს ჩართული თავისი არსით და ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითავისებენ ამ მადლს ბოლომდე თუ ისინი ცხოვრობენ სულიერად, მათ ააქვთ გააზრებული მიზანი ქრისტეანული ოჯახისა და ეკლესიასთან არიან სისხლხორცეულად შეერთებული წმინდა ევქარისტიულ საიდუმლოებაში, რაც ვთქვი ეს ადვილი გასაგებია მორწმუნესათვის, შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაუგებარია იმათთვის ვინც არაეკლესიურად ცხოვრობს მაგრამ ერთი რამ უდავოა რომ თუ ადამიანს უნდა ბოლომდე გაიაზროს რას აკეთებს ჯვრისწერის დროს მან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. 194 2-ს მოსწონს
|