რელიგია როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი? 2012, 18 ნოემბერი, 18:47 “სიტყვაში ახალი წლის შესახებ"წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს:ყველაზე მეტად გულს მტკენს ის თამაშები, ახალ წელს რომ იმართება...რადგან ამ თამაშის მონაწილეები ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ თუკი წლის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამეში გაატარებენ, მთელი წელი ასეთივე იქნება. ყოველმხრივ ბედნიერი წელი მაშინ კი არ იქნება, თუ ახალი წლის პირველ დღეს უგონოდ გამოთვერი, არამედ- თუ პირველ დღესაც და სხვა დღეებშიც ღვთივსათნო საქმეებს აღასრულებ.ხოლო თუ უფლისთვის სათნო საქმეებს დაიზარებ და თვის დასაწყისიდან ყოველდღე ბედნიერების მოლოდინში უსაქმოდ იქნები, ვერანაირ სიკეთეს ვერ მიიღებ.ამგვარი საქციელი შეუთავსებელია ქრისტიანულ სიბრძნესთან.
1450 15-ს მოსწონს
|