x
image
ახალი თაობა
მამა თეოდორე-მეტროში მღვდლების საქმიანობის შესახებ

image

















ბოლო პერიოდში უკვე რამდენიმე თვეა მეტროს სადგურებში მომრავლდნენ სასულიერო პირები, შესაწირი ყუთით ხელში, ზოგიერთი შემოსილია და მსურველებს ცხებს ზეთს, რამდენად სწორია ასეთი ქმედება?


მამა თეოდორე:შესაწირავი ყუთი რომ არ იდგეს დავიწყებდი ფიქრს რომ ეგება ადამიანი მისიონერობს, ზეთს ცხებს და ღვთის სიტყვას უქადაგებს, აი ეგ მესმის, განა იმიტომ რომ მუშაკი ღირსი არ არი სასყიდლის, ჩვენც ეკლესიაში ყუთები გვაქ და მღვდელი ცხოვრობს შესაწირავით მაგრამ როცა შენ რაღაც განსაკუთრებულ ქმედებას ჩადიხარ რომელიც სალოსობას უფრო გავს, რაღაც ღვაწლია და ღვაწლს ერთად ყუთი მოყვება მაშინ გაუგებარი ხდება.წმინდანი ალექსი შუშანია რომ სალოსობდა და უმძიმეს ავადმყოფებს რომ უვლიდა, ყუთით რომ ევლო ავადმყოფებთან წარმოიდგინეთ, იგივე ალქესი შუშანია ცხოვრობდა შეწირულობით აბა რაღაცას ხომ ჭამდა მაგრამ კიდევ ვიმეორებ, განსაკუთრებულ ღვაწლზე რომ მიდიხარ და იქ ყუთით მიხვალ უკვე უცნაურია, თუ ვინმე მისიონერული თვალსაზრისით დგას იქ, ზეთს ცხებს და ქადაგებს ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ თუ ამას თან იქ ყულაბა ახლავს გვერდზე საქმე ძალიან საეჭვოდ არის.აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ძალიან ცუდი ხმებიც მოდის ხოლმე ამასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანი როგორც მე მაჩვენეს ინტერნეტში საერთოდ მღვდელიც არ არი, ბერიც არ არი, ის არი ჩვეულებრივი ერის ადამიანი, საეჭვო წარსულის და საეჭვო ყოფაქცევისაც, როგორც ამბობენ.

1
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
250
  
2014, 28 ოქტომბერი, 14:12
ბევრჯერ შემიწირია ეგრე თანხა მაგრამ მივიდა თუ არა ადრესატამდე ან იყო თუ არა ეს ყველაფერი რაღაც აფიორა არვიცი,მთავარია მე ეს გულით გავაკეთე და იმ იმედით რომ ვიღაცას ძალიან მცირედით მაინც დავეხმარე და თუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო იმათ იკითხონ ვის სინდისზეც ეს ტყუილი იქნება და მოეკითხება.არც აქამდე მენანებოდა და არც აწი დამენანება თანხის გაღება
0 1 1