x
image
ახალი თაობა
სამოთხე-ჯოჯოხეთის მხილველი ნაწილი 2

image




















რა დამრჩენოდა, მივდიოდი მასთან ერთად, ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, ისეთები არ იყვნენი როგორებიც ჩვენთან ცხოვრობენ, წინ ვხედავ გრძელი, ლამინირებული მაგიდებია და მის ირგვლივ ასაკიანი მამაკაცები ზიან, ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, თითქოს რაღაც საკითხს წყვიტავდნენ, ძალიან ლამაზები იყვნენ, კმაყოფილი სახეები ჰქონდათ.როდესაც ვუყურებდი მათ დავინახე რომ მათ შორის ჩემი ნათესავები და მეზობლებიც იყვნენ, ბიძაჩემიც იქ იყო.ვიფიქრე აქ ჩემი უკვე გარდაცვლილი ნათესავები არიან როგორ არ უნდა მივესალმო და ჩემს თანამგზავრს ვეუბნები რომ უნდა მივიდე მე მათ ვიცნობ როგორც არის ჩვენთან მიღებული ისე. მომქაჩა და მეუბნება:შენთვის არ შეიძლება მათ მიესალმო როცა მიგიყვან სადაც უნდა მიგიყვანო და როცა მიგიღებენ, სუყველას ნახავ და ყველას მიესალმები.ეხლა კი უნდა წავიდეთ.წავედით და როცა ამ მამაკაცებს გავცდით, მეორე მხარეს გამოჩნდნენ ჩემი ასაკის ქალები, ისინიც მოწესრიგებულები და ლამაზები იყვნენ, თვალები უბრწყინავდათ, აშკარად ეტყობოდათ რომ კმაყოფილები იყვნენ ცხოვრებით და აღარაფერი აღარ უნდოდათ.იქ ქალები ცალკე არიან, მამაკაცები ცალკე.ასევე გამოჩნდნენ ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც იყვნენ ერთნაირ პიჯაკებში, ძალიან ლამაზები, ცოტა ხნის შემდეგ კი დავინახე ახალგაზრდა გოგონები, ლამაზად დაწყობილები, ყველანი თეთრ ხალათებში, ზემოდან ძირამდე.ყველა მომეწონა და ვთქვი რა ლამაზები არიან, ვინ არიან?ყველანი ერთნაირად არიან ჩაცმულები? თანამგზავრი მეუბნება: ესენი ქრისტეს პატარძლები არიან.როცა მითხრა რომ ისინი ქრისტეს პატარძლები იყვნენ ვერ მივხვდი, ვერ მივხვდი, მსგავსი არაფერი მენახა, ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ბევრი ბავშვიც ვნახე.ყველას გავცდით და დავიწყეთ სადღაც მაღლა ასვლა, 7 თუ 9 საფეხური გავიარეთ, ავედით სულ მაღლა, რაც უფრო მაღლა ავდიოდი მით უფრო მსუბუქად ვგრძნობდი თავს.თანამგზავრმა მითხრა:უკვე მოვედით სადაც უნდა მოვსულიყავით.როცა გავჩერდით, გავიხედე(თავი ავწიე) დავინახე ძალიან ბევრი ეკლესია, დავინახე მთა რომელიც იქაც ისევე ჩანს როგორც ჩვენთან, დასასრული არ ჩანდა.ყველგან ისეთი სინათლე იყო, იქ ყველაფერი გაბრწყინებულია, ეკლესიების ოქროს გუმბათები ბრწყინავს.ამ ეკლესიებს შორის ყველაზე დიდი და მთავარი რომელიც ყველა ეკლესიის შუაში იდგა სწორედ იქ უნდა შევსულიყავი, დავინახე კარები რომელიც იყო ცამდე, ჩვენთვის გასაგები რომ იყოს დასასრული არ ჰქონდა, მან მითხრა რომ ამ კარებში უნდა შევსულიყავი, კარები კი შავი იყო.ვიფიქრე იქ როგორ შევიდე? თანამგზავრი მეუბნება:ეხლა გაიღება და შეხვალ.მართლაც გაიღო ჭიშკარი და შევედი, ზღურბლს გადავაბიჯე და უკვე შიგნით ვიყავი.თანამგზავრმა მითრხა:აქ დაგიცდიო.როგორც კი შევედი დავინახე რომ ყველაფერი ბრჭყვიალებდა, ბრწყინავდა, როგორც საკურთხეველი.ჩემთან ახლოს დგას სავარძელი, ტახტზე იჯდა მეფე, სამეფო ტანსაცმელი ეცვა რომელიც ბრწყინავდა.ეს ყველაფერი რომ ვნახე, ვიფიქრე:ღმერთო ჩემო ალბათ ზრაპარია, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ზღაპარში ვიყავი, ეს მეფე იჯდა ზურგით, ხოლო სახე საკურთხევლისკენ ჰქონდა მიმართული და ამბობს(თავი არ შემოუტრიალებია ისე) ააა ეს შენ მოხვედი? თითქოს იმ ხმის გაგონების შემდეგ შევკრთი, ვეუბნები:დიახ, (რამაც გამაკვირვა)ვეუბნები და ჩემი ხმა არ ისმის, ვიფიქრე რა ხდება? მან მეორედ მითხრა:მითხარი გვარი-სახელი, მამის სახელი, მეც ვუთხარი, მარჯვენა მხარეს იყო რაღაც ძალა რომელიც მანიშნებდა, (ანგელოზი იყო)მეუბნებოდა რომ შემეხედა იმ ადგილისთვის სადაც ჩამწერეს, როცა შევხედე კედელს რომელსაც დასასრული არ ჰქონდა დავინახე ჩემი გვარ-სახელი და მამაჩემის სახელი.ნაწერები იყო ისეთი როგორიც არის ხოლმე სასაფლაოს მემორიალებზე, ბეჭდური ასოებით როცა წერენ ხოლმე, რო დავინახე ერთი გაელვებით გავიფიქრე:ალბათ უკვე გარდავიცვალე(როცა ეს გავიფიქრე) ისევ მეკითხება:კიდევ მითხარი დაბადების წელი.მინდა გავაღო პირი რომ ვთქვა, ვხედავ იქიდან საკურთხეველთან მოდის ჩემი ქმარი, უკვე გარდაცვლილი, ის 1991 წელს გარდაიცვალა, მან გაიგო რომ იქა ვარ და მოვიდა.ის მოდის ჩემსკენ, მეფისკენ, ძალიან გამიკვირდა, გაკვირვებისგან ვერაფერი ვერ ვთქვი, მოუახლოვდა ნელი ნაბიჯებით მეფეს, ეთაყვანა ესე და ეუბნება:ღმერთო მე გარდავიცვალე, ჩემი ცოლიც გარდაიცვალა, რაღა ეშველებათ ჩვენს შვილებს და ცრემლები წამოსცვივდა, ერთი ბავშვი ისე ავადმყოფობს ბავშვობიდან ვიღას სჭირდება, ვიღას უნდა, რა ეშველება სად წავა, დაიჩივლა და თავი დაუკრა, გატრიალდა და წავიდა.მე კიდე მეწყინა-გამიკვირდა, რა მამაკაცია არც კი შემომხედა, მერე გამახსენდა ჩემი თანამგზავრის სიტყვები:არ შეიძლება მათთან საუბარი, სანამ არ მიგიღებენ! მერე გავაცნობიერე სად ვიყავი.ჩემთვის, ვფიქრობ:ღმერთო ჩემო, როგორ მინდოდა მისი ნახვა, მე ხომ ზურგის მხარეს ვიდექი, ვფიქრობ ნუთუ ღმერთია.როგორ მინდა მისი ნახვა, როგორია? ამ გაფიქრებისას ღმერთმა გადამაქცია ჭიანჭველად, ძალიან დაბლა ვიყავი, იქ სადღაც ქვემოთ, ის კიდე ისეთი დიდებული იყო ვერც კი შევწვდი რომ დამენახა, ძალიან შემეშინდა.მარტო ნახვა მინდოდა ღმერთის და რა დამემართა, საერთოდ რა მემართება?საკვირველია.როგორც ჩანს ღმერთმა მე დამანახა როგორია ადამიანი, როგორი არარაობაა ღმერთის წინაშე, ვინ ვართ ჩვენ მასთან, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ისეთი გავხდი როგორიც ვიყავი მანამდე.ღმერთი ისევ ისე იჯდა, მერე ჩუმად იყო და ფიქრობდა ალბათ იმას თუ რა უნდა გაეკეთებინა, მის გვერდზე მაგიდა იდგა, მაგიდაზე იყო წიგნი, დიდი წიგნი იყო.ეს იყო ბიბლია რომელიც მთელ მაგიდაზე იყო გადაშლილი და მე ეს დამანახეს.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0