რელიგია ჯვრის ძალა 2014, 17 ოქტომბერი, 2:23 ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ატაროს ჯვარი, რადგან ჯვრის გარეშე იგი იმ უიარაღო მეომარს ჰგავს, რომელსაც ადვილად ამარცხებს მტერი.სწორედ ჯვარია სამყაროს მფარველი, ეკლესიის მშვენება, ანგელოზთა დიდება და დემონთა დაუძლეველი წინაღობა.ამიტომ უნდა ვატაროთ ჯვარი სულ და თაყვანი ვცეთ მას, ჯვარი ადამიანს განსაცდელისგან იფარავს.
ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მიუყვებოდა.მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა.გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულები ასეთი დიალოგის მსმენელები გახდნენ: -როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან!-ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, -როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ! -ვერ მოვახერხე!-უპასუხა მეორე ხმამ-ჯვარმა დაიფარა.მაგრამ შენ!შენ რატომრა არ ჩააგდე შენი საკბილო, ხომ არ უკეთია ჯვარი? -არ უკეთია, მაგრამ მან სახლიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა. -შენ რაღა დაგემართა?!-ახლა ვიღაც მესამეს მიმართეს ორივემ, -შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს ხოლმე? -ხო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი სახლიდან გასულს სიტყვებით: -ჯვარი გწერია შვილო! მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა. ეს ხმები ეშმაკებს ეკუთვნოდათ.ისინი ყოველთვის დაჰყვებიან ადამიანს.როგორც კი ხელსაყრელ დროს იპოვნიან, მაშინვე ცდილობენ მის დაღუპვას.ამიტომაც უნდა ვატაროთ სულ თან ჯვარი და ყველაფერსაც უნდა გადავსახოთ იგი, რომ ასე განვდევნოთ ეშმაკები.თუ ჯვრის გადასახვა აშკარად არ შეგვიძლია, მალულად უნდა გავაკეთოთ ეს. 382 3-ს მოსწონს
|