x
image
ახალი თაობა
არ დაემუქროთ ბავშვს ქრისტეს სახელით

image

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქრისტეს სახელის გამოყენებით ბავშვის დასჯა, ანდა დასჯით დამუქრება, არ დაუშვათ, რომ ბავშვმა იფიქროს, თითქოს ქრისტეს არ უყვარს იგი მისი ცუდი საქციელის გამო, ან რომ მისი ავადმყოფობა არის სასჯელი, რომელიც უფალმა მას მოუვლინა.ბავშვისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ავტორიტეტულნი, რათა არ დაგვჭირდეს ქრისტეს გადაქცევა პოლიციელად, რომელსაც დაშინებისათვის იყენებენ.ბავშვები შეიძულებენ ქრისტეს, როდესაც ავად გახდებიან(ან ვინმეს ნახავენ ავადმყოფს), თუ იფიქრებენ რომ ეს ღმერთი სჯის მათ ცოდვებისათვის.სწორი არც იქნება, თუ იფიქრებენ, რომ ქრისტეს არ უყვარს ისინი, როცა რამე ცუდს აკეთებენ, რადგან ქრისტეს უყვარს ცოდვილნიც და მათთვის ეცვა ჯვარს.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0