x
image
მანჩო 777
ექვსი შემთხვევა, როცა სილიკონის მკერდმა მისი მფლობელის სიცოცხლე იხსნა (+ საინტერესო ვიდეო)
წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს პოსტი ნატურალური მკერდის მოყვარულებს არ მოეწონებათ (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით)!



სილიკონი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ


image


2002 წელს რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრები ჟანა სელმა სუარესი მოხვდა პოლიციასა და ნარკომოვაჭრეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლაში. ნარკოდილერები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პირდაპირ შუა ქუჩაში გაუხსნეს მათ ავტომატებიდან ცეცხლი. ჟანა ეცადა დამალვოდა ტყვიებს, მაგრამ ქალს მაინც მოხვდა შემთხვევითი ტყვია, თან პირდაპირ მკერდში, გულთან ახლოს. როცა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მკერდში ჩადგმულ იმპლანტანტს ტყვია შეეჩერებინა და არ მიეცა მისთვის საშუალება გულამდე მიეღწია.

ოპერაციის ჩასატარებლად პლასტიკური ქირურგი გამოიძახეს. მან არამარტო ტყვია ამოაცალა ჟანას, არამედ კიდევ დაამატა სილიკონი და ერთი ზომით გაზარდა ქალის მკერდის სიდიდე.

თავად დაზარალებულმა განაცხადა: " - მე ორმაგად ვარ ბედნიერი-ჯერ ერთი იმიტომ, რომ სიკვდილს გადავურჩი, და მეორეც- ახლა გაცილებით ლამაზი და მიმზიდველი ვარ".


სილიკონი და მიტოვებული საყვარელი


image

2006 წელს კანადელი ეილინის და მისი პარტნიორის-61 წლის ფერნანდო ჰორას ურთიერთობაში რთული პერიოდი დადგა. იმ ავადსახსენებელ დღეს ეილინს უნდოდა გამოეცხადებინა საყვარლისთვის, რომ საბოლოოდ აპირებდა მის მიტოვებას. წყვილი ურთირეთობების გარკვევას ავტომობილში ცდილობდა. გამოუცხადა რა მამაკაცს თავისი სურვილი, ეილინმა მანქანა გააჩერა და ფერნანდოს ძირს ჩასვლა მოთხოვა. კაცი ისე გააცოფა ქალის სიტყვებმა, რომ პისტოლეტი ამოიღო და მიბჯენით ესროლა მას. ქალს ვერანაირი სასწაული ვერ იხსნიდა, რომ არა მკერდის იმპლანტი, რომელმაც დარტმის ძალა თავის თავზე მიიღო.

" - თავდაპირველად მე ვერ მივხდი, რა ხდებოდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავვარდი. მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ დაჭრილი ვარ, - იხსენებდა შედეგ ეილინ ლიკნესი, - როცა გონზე მოვედი, მოვიკრიბე ძალა და უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე მივედი. იქ სასწრაფოს გამოუძახეს და მე ჰოსპიტალში გადამიყვანეს.

მედიკოსების თქმით, ტყვიამ მხარში გაიარა და მკერდის სილიკონში გაჩერდა. რომ არა იმპლანტი, შედეგი აუცილებლად ფატალური იქნებოდა. დაზიანების გამო ექიმები იძულებული გახდნენ სილიკონი ამოეღოთ, თუმცა ქალმა განაცხადა, რომ როგორც კი რეაბილიტაციის პერიოდი დასრულდებოდა, მაშინათვე ჩაიდგამდა ახალ იმპლანტებს.



სილიკონი ავტოსაგზაო შემთხვევის წინააღმდეგ


image

შემთხვევა 2006 წელს მოხდა ბულგარეთში, ქალაქ რუსში. მოქალაქე ელენა მარინოვას სერიოზული ავარია მოუვიდა. მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო შუბლით შეასკდა საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას, თუმცა ელენე სერიოზულ დაზიანებას საკუთარი მკერდის წყალობით გადაურჩა: როგორც პოლიციელებმა აღნიშნეს, ქალის მკერდმა იგივე როლი შეასრულა, რაც უსაფრთხოების ბალიშებმა. სამწუხაროდ, მეორე მანქანის მძღოლს არ გაუმართლა და ის სერიოზული ტრავმებით მოათავსეს საავადმყოფოში, ელენას კი მხოლოდ მცირეოდენი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა მკერდის სილიკონმა ვერ გაუძლო შეჯახებას და გასკდა. ქალს, სავარაუდოდ, ახალი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწევდა.


სილიკონი და ალკოჰოლი


image

32 წლის ტეხასელმა შეილა ჰერშლიმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ცხრა ზომა მკერდი მიეღო, მან ამისათვის ათ ოპერაციასაც კი გაუძლო. მის ნაცნობებს არ ესმოდათ ქალის და ხმამაღლა აკრიტიკებდნენ მას მაშინაც კი, როცა შეილა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა თავისი მკერდის წყალობით, მაგრამ 2012 წელს ყველაფერი შეიცვალა: შეილა მოხვდა ავარიაში, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო ის სერიოზულად დაშავებულიყო. ქალი წვეულებიდან საკმაოდ შეზარხოშებული ბრუნდებოდა მანქანით. მოსახვევში მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მთელი ძალით შეასკდა ხეს. შეილას ღვედი არ ეკეთა, სამწუხაროდ, უსაფრთხოების ბალიშებმაც უმტყუნა და არ გაიხსნა, მაგრამ ქალს მაშველად სილიკონის მკერდი მოევლინა, რომელმაც ამორტიზატორივით იმუშავა.

" - მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადავრჩი, -ამბობდა შეილა, - ჩემი მკერდი საგრძნობლად შეილახა, მაგრამ მან მე სიცოცხლე გადამირჩინა".


სილიკონი და მძარცველი


image

2010 წელს ქალაქ სიმი-ვალში (აშშ) სტომატოლოგიური კლინიკის დაყაჩაღების დროს ტყვია ერთ-ერთ თანამშრომელს ლიდია კარანზას მოხვდა, თუმცა ძირითადი დარტყმა 300-მილიმეტრიანმა იმპლანტმა მიიღო, რის გამოც ტყვია გულიდან ორი მილიმეტრის დაშორებით გაჩერდა. ასე იხსნა ქალის სიცოცხლე სილიკონის მკერდმა



შხამიანი გველი და სილიკონი


image

შემთხვევა 2010 წლის მარტში ისრაელში მოხდა. პორნოვარსკვლავსა და მოდელს ორიტ ფოქსს მკერდზე შხამიანმა გველმა უკბინა. ეს მოხდა ფოტოსესიის გადაღების დროს. გოგონას პრევენციული მიზნით შხამსაწინააღმდეგო საშუალება გაუკეთეს, მაგრამ სამედიცინო შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყი და სისხლში არცერთო მილიგრამი შხამი არ იყო გადასული...აი, თავად გველს კი არ გაუმართლა და სულ მალე მოკვდა სილიკონით მოწამვლის შედეგად.


ნახეთ ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო.




0
539
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0