სხვა ექიმებმა დედამისს უთხრეს, რომ ის ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ამ ისტორიას სულ სხვა გაგრძელება აქვს 2016, 19 მაისი, 18:31 კლაუდიო დე ოლივეირა გადაბრუნებული თავითა და ძლიერ დეფორმირებული კიდურებით დაიბადა. ექიმებმა დედამისს უთხრეს, რომ ბიჭი ერთ კვირასაც კი ვერ იცოცხლებდა, მაგრამ კლაუდიო საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ახლა, ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, კლაუდიო წერს წიგნს თავისი "თავდაყირა ცხოვრების'' შესახებ.
კლაუდიო დაიბადა ბრაზილიაში, მონტე-სანტოში, თანდაყოლილი უიშვიათესი დიაგნიზით - ართროგრიპოზით. ეს არის ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის სისტემური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდურების დეფორმაცია და სახსრებისა და კუნთების განუვითარებლობა. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება ადამიანების 0, 1-0, 2% -ში გვხვდება. ასე რომ, ბრაზილიელს ნამდვილად არ ელოდა იოლი და ტკბილი ცხოვრება. ''მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მიხდება მოვახდინო ჩემი არასრულყოფილი სხეულის ადაპტირება გარემომცველ სამყაროსთან. ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ არაფრით არ განვსხვავდები დანარჩენი ადამიანებისაგან'', - ამბობს 38 წლის კლაუდიო. და მართლაც, მძიმე ნაკლმა ვერ შეაჩერა კლაუდიოს მიზანდასახულობა. მან მოახერხა, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი ტვირთი მშობლებისა და ახლობლებისათვის, თავად მოეპოვებინა ადგილი მზის ქვეშ და ეს მაშინ, როცა მისი თავი გადაბრუნებულია 180 გრადუსით, ხოლო ხელები და ფეხები საერთოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. დიდი ძალისხმევის შედეგად კლაუდიომ მოახერხა ესწავლა ტელევიზორის ჩართვა და გამორთვა; ტელეფონით, ხოლო შემდეგ უკვე კომპიუტერით სარგებლობა, ინტერნეტში მუშაობა და ბოლოს.. ბუღალტრობაც კი. აბსოლუტურად ყველა მოქმედებას ის ახორციელებს პირით, უჭირავს რა კბილებით ფანქარი. და ყველაზე მთავარი, კლაუდიო ლექციებითაც კი გამოდის საზოგადოების წინაშე. "-მე სამყარის ისევე ვხედავ, როგორც სხვა ადამიანები - ასე ვპასუხობ ყველას, ვინც ინტერესდება ჩემი გადაბრუნებული თავით და ნუ გაგაოცებთ ეს ფაქტი, " - ამბობს კლუადიო. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ კლაუდიო გახდა პროფესიონალი ორატორი და ახლა მას ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იწვევენ. p.s. აი, რას ნიშნავს სიცოცხლის სიყვარული და ნებისყოფის სიმტკიცე. 456 10-ს მოსწონს
|