x
image
ციცი
Mediator image
"არ აჰყვე არანაირ პროვოკაციებს!" - მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი ცირა კობიაშვილს მიმართავს.

image

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი გამოეხმაურა "იქს ფაქტორის" კონკურსანტის ცირა კობიაშვილისა და ჟიურის ერთ-ერთი წევრის სოფო ნიჟარაძის დაპირისპირებას. ვნახოთ რას წერს იგი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე:

"მე ძალიან მინდა ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ჩემი გამოხმაურება ცირა კობიაშვილის ნამღერის მიმართ, რომ ცირამ ეს წაიკითხოს! ცირა, რომ ძალიან ლამაზია და სექსუალურია მაგას ყველა ვხედავთ, მაგრამ ცირას, რომ განსაკუთრებულად განსხვავებული ტემბრის ხმა აქვს და შესრულების ბუნებრივი მანერაც, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება ხელოვნური და უბრალოდ აფსურდია ამას ხელოვნური დაარქვა! ნუთუ ჩვენ არ გვაქვს ყურები, ან მოსმენის და შეფასების უნარი არ გაგვაჩნია? მე პირადად რამოდენიმეჯერ მოვისმინე იგი და ხშირად დახუჭული თვალებითაც, რომ დავრწმუნებულიყავი მის ნამდვილ ნამღერში და არ მეყურა მისი გარეგნობისთვის, რომ არ მოვტყუებულიყავი. მინდა ავღნიშნო, რომ იშვიათად მბურძგლავს მომღერლის მოსმენის დროს, როდესაც მომღერალი დიდი გრძნობით და სიღრმით მღერის მხოლოდ მაშინ მემართება ეს. ხოდა ცირას ნამღერზეც იგივე დამემართა.......დარწმუნებული ვარ სხვა კონკურენტებიც ძალიან ძლიერი მონაცემებით გამოირჩევიან და ყველა ნამდვილ ტალანტს ვუსურვებ დიდ წარმატებებს და გამარჯვებებს!!!! მათ მხარდაჭერა სჭირდებათ!!! მინდა ჟიურის წევრებს მივმართო: მეც მომღერალი ვარ ოღონდ საოპერო ჟანრის. მგონი ყურები და თვალები არც მე მატყუებს, რომ გავარჩიო თეთრი და შავი ერთმანეთისგან და ვიგრძნო ნამღერი ბუნებრივია, თუ ხელოვნური. ცირას გამორჩეული ხმა და სიმღერა უფრო ძლიერია, ვიდრე მისი სილამაზე. უბრალოდ მისი გარეგნობა იმდენად ეფექტური და მომხიბლველია, რომ სიმღერას სჭარბობს როცა უყურებ, მაგრამ ისინი ერთად დიდ ჰარმონიას ქმნიან. ცირა მხოლოდ 19 წლის გოგონაა და მე უკვე ვხედავ მის დიდ მომავალს.....ის კიდევ და კიდევ დაიხვეწება და გაიზრდება! კიდევ უფრო ლამაზიც გახდება! მე მივმართავ ცირას: არ დანებდე! იყავი დარწმუნებული შენს თავში! შენ უძლიერესი პიროვნება და მომღერალი ხარ! გისურვებ გამარჯვებას! არ აჰყვე არანაირ პროვოკაციებს! ეს ძალიან რთული გზაა და მე დარწმუნებული ვარ შენ გადალახავ ყველანაირ წინააღმდეგობას ბრძნული სიმშვიდით."

image

0
505
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0