x
image
ტორნადო07
მარიანის ღრმულში დღემდე უცნობი არსება აღმოაჩინეს (+ვიდეო)

imageოკეანური და ატმოსფერული კვლევბის ნაციონალური სამმართველომ (NOAA) მარიანის ღრმულის შესწავლისას სრულიად ახალი სახეობის მედუზა აღმოაჩინა, რომელსაც ორი სახის საცეცები აქვს.
სფეროსებრი არსება მეცნიერთა ობიექტივში 3700 მეტრის სიღრმეზე ეგრეთ წოდებულ ენიგმას ტერიტორიაზე მოხვდა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს არსება იმ მედუზათა ერთ-ერთ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ოკეანურ დინებებს მიჰყვებიან. არ არის გამორიცხული, რომ ეს არსება მტაცებელი იყოს: ობიექტივში ეს მედუზა მოხვდა ე.წ. "ჩასაფრებული მონადირი" პოზაში - უძრავად, საცეცებგაშლილი, თითქოს ელოდებოდა, რომ მის საცეცებში მალე ნადავლი გაეხვევა. გარდა ამისა ბიოლოგების მტკიცებით საცეცები გამრავლებისათვისაც გამოიყენება.
NOAA-ს ექსპედიაცია შეისწავლის მარიანის ღრმულსა და მის ირგვლივ არსებულ ნაკლებშესწავლის წყლებს, ახალი არსებების აღმოჩენა კი ექსპედიციის პირველივე კვირაში მოხერხდა, აცხადებს - The Daily Mail.


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

1
335
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
335
  
2016, 19 მაისი, 16:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1