კინო საინტერესოა, ცოლად შეირთავს თუ არა ლეონარდო პოლონელ ლამაზმანს, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ჰოლივუდელ "მექალთანეზე" (+ ვიდეო) 2016, 15 მაისი, 10:48
მოდელებთან ხანმოკლე და ზოგჯერ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები ლეოს პირადი ცხოვრების ნაწილად იქცა. ჯერ იყო და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოდელთან ჟიზელ ბიუნდჰენთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ჟიზელის გათხოვებით დასრულდა.მას გაუთავებელი რაოდენობის ლამაზი მოდელები ეხვია გარს ყოველთვის. ნაომი ქემპბელი და ტონი გარნი. შედარებით ხანგრძლივად ცხოვრობდა Victoria's Secret მოდელთან ბარ რაფაელთან, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და ახლა ბავშვს ელოდება, რასაც ვერ ვიტყვით ისევ Victoria's Secret ლამაზმანზე ერინ ჰიტერტონზე, იმიტომ, რომ, როცა ყვითელმა პრესამ ამ თემაზე საუბარი დაიწყო, ლეონარდო უკვე ახალი სიყვარულის ძიებაში იყო.გასულ წელს მსახიობს რომანტიკული კავშირი ჰქონდა ბარბადოსელ მომღერალთან რიანასთან დ მასაც მალევე დაშორდა. 41 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს მართლაც მომხიბლავი და უზადო ლამაზმანი ჰყავს გვერდით, როგორც ყოველთვის.თვითდაჯერებული ელა კავალეცი გარდა იმისა, რომ ულამაზესი მოდელია, მან ზუსტად იცის, რითი მოხიბლოს "ლამაზფეხება" მოდელებზე "მეძებარი" ლეონარდო - წერს წყარო. 372 6-ს მოსწონს
|