x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელებმა მედიკოსებმა შესაძლოა "ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება" გაიმეორონ


image
დაიწყო პირველად მსოფლიოში მიცვალებულთა გაცოცხლების ექსპერიმენტი.მეცნიერები აპირებენ 20 კლინიკურად გარდაცვლილ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნონ.


ბიოტექნიკურმა კომპანია Bioquark -მა ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისგან მიიღო ნებართვა, რომ განახორციელონ უნიკალური ექსპერიმენტი.მეცნიერები აპირებენ გააცოცხლონ 20 ადამიანი, რომელიც ოფიციალურად გარდაცვლილებად არიან მიჩნეულები.


საუბარია პაციენტებზე, რომლებიც თავა-ქალის ტრავმა აქვთ მიღებული და კლინიკური სიკვდილის ფაზაში იმყოფებიან.მათი თავის ტვინი გათიშულია, თუმცა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია საშუალებას იძლევა სხეული ვეგეტატურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.


ამერიკელები შეეცდებიან ტვინის მოქმედების რემინირება მისი სიკვდილის შემდეგ მოახდინონ.



-ითვლება, რომ ადამიანებში ტვინის კვდომა იწვევს შეუქცევად შედეგებს, -აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი აირა პასტორი(Ira Pastor)-თუმცა არსებობს ბუნებაში ცოცხალი ორგანიზმების სახეობები, მაგალითად ამფიბიები და ზოგიერთი სახეობის თევზები, რომლებსაც უნარი აქვთ მოახდინონ არა მარტო კუდის და სხეულის სხვა ნაწილების რეგენირება, არამედ ტვინის უმეტესი ნაწილისაც მძიმე ტრავმის შემდეგ.ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პაციენტებში მოვახდენთ ტვინის რეგენერაციას.

image

მკვლევარები აპირებენ ინსტრუმენტების მთელი სპექტრი გამოიყენონ გარდაცვლილი პაციენტების გასაცოცხლებლად.ესაა ღეროვანი უჯრედების დანერგვა, ლაზერული და ელექტროსტიმულაციის გამოყენება ცენტრალური ნერვიული სისტემის დაზიანებულ უჯრედებზე.


პირველ ეტაპზე ვარაუდობენ ზურგის ტვინში შეყვანილი იქნას პეპდიტური კოქტეილი 6 კვირის განმავლობაში.მსგავსი პროცედურა დღეს კოსმეტოლოგიაში გამოიყენება.


დღევანდელ დღემდე ცნობილია მიცვალებულის გაცოცხლების მხოლოდ ერთი შემთხვევა.ბიბლიის თანახმად იესომ 4 დღის გარდაცვლილი ლაზარე გააცოცხლა.ამერიკელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პირველ შედეგებს უახლოეს 2-3 თვეში მიიღებენ.


ამ ხნის განმავლობაში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით დააკვირდებიან, როგორ მოხდება თავის ტვინის უჯრედების რეგენერაცია.


-ჩვენ გვესმის, რომ ბიბლიურ სასწაულს პირველსავე ცდაზე ვერ მოვახდენთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწევთ, ეს ძალზე აუცილებელია, რადგან 150 000 ადამიანიდან, რომელიც ყოველდღიურად იღუპება მსოფლიოში, 50 ათასი კვდება არა სიბერით, არამედ სხვადასხვა ტრავმებით, რომლებიც ტვინის კვდომას იწვევს.-ამბობს აირა პასტორი


მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2014 წელს უნგრეთში მომხდარი უნიკალური შემთხვევა, როდესაც ინსულტით გარდაცვლილი ფეხმძიმე დედის სხეულში ექიმებმა ნაყოფი სამი თვე გააჩერეს სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნებით და შემდეგ საკეისრო კვეთით მკვდარი დედის სხეულიდან ახალშობილი ამოიყვანეს.თუ ამერიკელების ექსპერიმენტმა გაამართლა, მაშინ დედის გადარჩენაც შეიძლებოდა.


0
446
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0