რატომ მოხვდა ნანუკა ჟორჟოლიანი საავადმყოფოში-"დღეს ნამდვილად მეგონა, რომ "გრეის ანატომიის" გმირი ვიყავი."
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა მას სერიოზოლი არაფერი სჭირდა, ალერგიის ფონზე განუვითარდა სახის შეშუპება. საავადმყოფოში მისული ნანუკა, იქ მყოფი პაციენტების ისტორიას დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს და მოუნდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადეოებისთვის მოეყოლა:
"არაფერი სერიოზული. ალერგია მაქვს მგონი, მაგრამ ისე შევშუპდი სახეზე დილით ადრე გავქანდი საავადმყოფოში.
ემერჯენსში მივედი. ვხედავ ახალგაზრდებს(პერსონალს ვგულისხმობ). პაციენტები 5 წუთში ერთხელ შემოყავდათ სპეციფიკიდან გამომდინარე. ჰოდა, მე რისი ნანუკა ვარ, უცებ ყველა პაციენტის ისტორია გახდა საინტერესო.
ბაბუ მოყვა მეუღლეს. თვალზე ოპერაცია გაუკეთებია, უნერვიულია და წნევა ქონდა. ახალგაზრდა ექიმი, ევროპული იმიჯით ფრთხილად ცდილობდა შეყვარებული ბაბუს დარწმუნებას რომ არ ენერვიულა.
მერე უცებ ბავშვის ტირილი. გაუკეთეს გლანდების ოპერაცია და არაფერს ჭამს. არ უყვარს ნაყინი და რა ქნას. შესაბამისად გადასხმა დაჭირდა და მოვიდა ნემსის გაკეთების დრო. ისევ ახალგაზრდა ექიმები. ბავშვი უნდა დაარწმუნონ გადასხმის აუცილებლობაში.
დედამ შვილი მოიყვანა. ერთადერთი ყოლია. ბავშვი დაეცა. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ დედისერთას მშობელი განსაკუთრებით ანერვიულებული ჩანდა. ექიმმა გვარი გაიგო თუ არა დაიწყო თემა რაჭა. ორივე რაჭველი აღმოჩნდა და საუბარში გართული ბიჭი დიდხანს ვერ მიხვდა, რომ უკვე ამოწმებდნენ.
მოკლედ, დღეს ნამდვილად მეგონა, რომ "გრეის ანატომიის" გმირი ვიყავი- ადამიანები თავიანთი ისტორიებით და მშვიდი ექიმები ხშირად რთული გადაწყვეტილებებით.
მერე მოვედი და ეს ყველაფერი სამსახურში მოვყევი. მერე კიდევ ჩემ მეგობარს მოვუყევი, ახლა მომინდა თქვენთვის თქმა, უფრო ექიმებისთვის იმის, რომ ყველაზე რთული პროფესია გაქვთ და თან ძალიან მაგარი. კარგი ხალხი ხართ თქვენ და იმაზე მაგრები ვიდრე შორიდან გვგონია."