საზოგადოება მათე ღულელაურის დასახმარებლად თელავში კონცერტი გაიმართება {ვიდეო} 2016, 7 მაისი, 23:58 6 წლის მათე ღულელაურს თურქმა ექიმებმა თავის კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაცია დაუნიშნეს. ოჯახს, რომელიც სოფელ ქვემო ალვანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, აღნიშნული ოპერაცია საქართველოში 7000 ლარი უჯდება, საყოველთაო დაზღვევამ კი პატარა მხოლოდ 3000 ლარით დააფინანსა. ღულელაურების მეზობლები ოჯახის ეკონომიკურ გაჭირვებაზე საუბრობენ და საზოგადოებას პატარა მათეს გადასარჩენად გაერთიანებისაკენ მოუწოდებენ. 28 მაისს თელავში მათე ღულელაურის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება რომელშიც მონაწილეობას გოჩა ჭაბუკაიძე, თამარ ალადაშვილი, ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) და სხვა ცნობილი მომღერლები და პოეტები მიიღებენ. დახმარების მსურველებს შეუძლიათ ოჯახს თანხა სპეციალურ ანგარიშზეც ჩაურიცხონ, რომელიც ფოტოზეა მითითებული. 120 1-ს მოსწონს
|