საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე საშიში და უჩვეულო ადგილი დაასახელეს 2016, 30 აპრილი, 12:41 მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც საზოგადოება Europlanet-ს წარმოადგენენ დანაკილის დაბლობი, რომელიც ეთიოპიაში მდებარეობს დაასახელა დედამიწაზე ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილად. არსებები, რომლებიც ამ დაბლობში გადარჩენას შეძლებენ, საზოგადოებას საშუალებას მისცემდნენ წარმოდგენა შეიქმნას თუ, როგორ გამოიყურება სიცოცხლე სხვა პლანეტებზე.
"უცხოპლანეტური დაბლობი გარეგნულად მართლაც, რომ ფანტასტიკურ სამყაროს ჰგავს. ამის მიზეზი უამრავი მარილია, რომლებას "შეღებეს" ის მრავალფერად.
დაბლობის თავზე ჰაერი გაჯერებულია ქლორისა და გოგირდის ორთქლით, წყალი კი თითქმის დუღს და შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას. მიუხედავად ასეთი პირობებისა მეცნიერთა სიტყვებით დაბლობი დაუსახლებელი არაა, აქ მიკროორგანიზმები ცხოვრობენ, რომლებიც მინიმუმ სამ სიცოცხლისუნარიან ეკოსისტემას ქმნიან.
ამასთან, როგორც მკვლევარები ამბობენ რთული პირობების გამო აქამდე დაბლობი თითქმის არ ყოფილა შესწავლილი, თვითონ დაბლობს ძალიან ცოტა ნაშრომი მიეძღვნა, მის "მცხოვრებლებს" კი არც ერთი. ამ თვეში მეცნიერებმა დაიწყეს კვლევები ამ თეთრი ლაქების შესავსებად. 90 გრადუსამდე გაცხელებული წყალი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის ამოდის ლავით გაცხელებული ქანებიდან. თავისი შემადგენლობით ის ძალიან ჰგავს ჯერ კიდევ სიცოცხლის წარმოშობამდე დედამიწაზე არსებულ წყალს. 416 2-ს მოსწონს
|