x
image
თამუნა გეწაძე
როგორ შევარჩიოთ, მოვამზადოთ და მივირთვად ყავა სწორად?
image


სტატისტიკის მიხედვით, მასოფლიოში დღის განმავლობაში 2 მილიონზე მეტ ფინჯან ყავას სვამენ . აღსანიშნავია ისიც, რომ დღეში 3 დან ჭიქამდე ყავის მიღებაა რეკომედირებული და ადამიანების დიდი ნაწილი ყავა დამოკიდებულია. ისმება კითხვა როგორ შევარჩიოთ მაღაზიებში ყავა? სპეციალისტები გვირჩევენ, რომ უმჯობესია ყავა შევიძინოთ '"ყავის სახლებში", რადგან მიაჩნიათ, რომ იქ უფრო ხარისხიანი ყავის შეძენა შესაძლებელი.ყურადღება უნდა მივაქციოთ გარეკანზე არსებულ ინფორმაციას დამზადების თარიღს რადგან ყავა არომატს ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს და ასევე მოხალვის ხარისხს (უმჯობესია ყავა იყოს ღია ფერი).ყავის ძირითადი სახეები რომლებიც უფრო მეტად გავრცელებულია დღეს მსოფლიოში არის არაბიკა და რობუსტა. პირველისათვის დამახასიათებელია უფრო კარგი არომატი და შეიცავს 0, 65 - 2, 7 პროცენტ კოფეინს. მეორე არის უფრო ნაზი არომატის, მაგრამ კოფეინს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს, მას უფრო იყენებენ ხსნადი ყავის დასამზადებლად. .ყავის მოდუღების ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდია მისი თურქულად მომზადება. ყავა უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში( მისი გემოსა და არომატის უკეთ შეგრძნებისათვის არაა რეკომენდირებული შაქარი) დავდგათ გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე თან ურიოთ, როდესაც ქაფი დაიწყებს ამოსვლას გადმოვდგათ გაზქურიდან და ასე გავიმეოროთ სამჯერ.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს ყავის უამრავი რეცეპტი და მას სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, მაგრამ მსოფლიოში ძირითადად გვხვდება შემდეგი დასახელების ყავები:

ყავა პატარა ჭიქით და ძლიერი- ეს ესპრესოა.


ესპრესო და ჭიქა ცხელი წყალი - ეს ამერიკანოა.

ცოტა ყავა და ბევრი აქაფებული რძე- ეს ლატეა.

ბევრი ყავა და დიდი რაოდენობით ქაფი- ეს კაპუჩინოა.

ყავასთან ერთად უნდა მივირთვათ ტკბილეული, ხილი, ნაყინი და ასევე ვისკი.

1
341
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
341
  
2016, 23 აპრილი, 23:41
ოჰ, რა სიამოვნებით მივირთმევდი ლატეს?!
0 1 1