სასარგებლო პროდუქტები რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ახალი კარტოფილი და როგორ უნდა შევინახოთ ის. 2013, 23 ივნისი, 11:29 ახალი კარტოფილი, არამარტო გემრიალია, ის ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის.მასში არის B და C ჯგუფის ვიტამინები, ასევე კალიუმი და რკინა.კალიუმი ეხმარება გულს მუშაობაში. ახალი კარტოფილი, როგორც ხაჭო და კვერცხი შეიცავს ცილების დიდ რაოდენობას.ის არ შეიცავს ქოლესტერინს, ცხიმებს და შაქარს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისათვის. რომ შევინარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები ახალი კარტოფილი დანით არ უნდა გავასუფთაოთ.შეგვიძლია ეს ხელითაც გავაკეთოთ რადგან სავალდებულოა ოდნავ გავასუფთაოთ კანისაგან ხელები კი უნდა დავიცვათ რადგან მისი კანი ჩვენს ხელებს უსიამოვნო ფერს მისცემს.რომ არ დაიკარგოს ის მნიშვნელოვანი თვისებები რაც ახალ კარტოფილშია უკეთესია ის მოვხარშოთ, ვიდრე შევწვათ.ახალ კარტოფილში ძალიან ცოტა რაოდენობითაა ნახშირწყლები, ამიტომ მისი კალორიულობა 30-40% ით უფრო ცოტაა ვიდრე ძველის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ახალი კარტოფილი ძველისაგან განსხვავებით შეიცავს ვიტამინ P, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს, და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ახალი კარტოფილის შეძენისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის გარეგნულ მხარეს. უნდა ავარჩიოთ დაუზიანებელი, მაგარი და ერთი ზომის კარტოფილები, რომელსაც არ ექნება მწვანე ლაქები.ის უმჯობესია შევინახოთ მუყაოს ყუთში, ბნელ გრილ ადგილას, რომელიც მუდმივად ნიავდება.მაცივარში ის ინახება მხოლოდ სამი დღე და ისიც პერგამენტის პარკში გახვეული.არ უნდა შევინახოთ აგრეთვე მზეზე, რადგან მასში ორგანიზმისათვის არასასურველი ნივთიერებები იწყებს გამოყოფას. 256 5-ს მოსწონს 1-ს არა
|