სიახლეები სუპერგონორეა-ახალი სახიფათო დაავადება 2016, 23 აპრილი, 18:43 გონორეას ნაირსახეობა, "სუპერგონორეა" შარშან გავრცელდა ბრიტანეთში, პირველი შემთხვევები ქალაქ ლიდსში დაფიქსირდა, ხოლო ავადმყოფობამ მასიურად იფეთქა უესტ-მიდლენდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.
სუპერგონორეა მიეკუთვნება გენოკოკთა ბაქტერიას, თუმცა როგორც აღმოჩნდა მიკრობი მდგრადი აღმოჩნდა ტრადიციული სამკურნალო პრეპარატების მიმართ.ექიმები შიშობენ, რომ ის შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და განუკურნებელიც გახდეს. ბაქტერიის წინამორბედის მკურნალობა ხდებოდა, ძირითადად ორი პრეპარატით.ესენია:აზიტრომიცინი და ცეპრიაქსონი, თუმცა სუპერგონორეა მდგრადი გახდა აზიტრომიცინის მიმართ, ექიმები შიშობენ, რომ მალე შესაძლოა ბაქტერია მდგრადი გახდეს ცეპრიაქსონის მიმართაც. ფიქრობენ, რომ სუპერგონორეას ეპიდემია თავიდან ჰეტეროსექსუალურ წყვილებში გავრცელდა, თუმცა ამჟამად დაავადების მატება გეი-მამაკაცებში შეინიშნება. გონორეა ვენერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს გონოკოკი. დაავადება გადადის ძირითადად დაუცველი სქესობრივი კავშირით. დაავადების არასქესობრივი გზით გადაცემა საკმაოდ იშვიათად გვხვდება (ძირითადად ბავშვებში). გონოკოკი აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით: ურეთრის ლორწოვან გარსს, ბართოლინის ჯირკვლების გამომტან სადინრებს და საშვილოსნოს მილებს. თუ დროულად არ იმკურნალებთ მამაკაცებში ვითარდება ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი. ქალებში საშვილოსნოს ყელში არსებული გონორეული ანთება შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს ფალოპის მილების ანთება , საკვერცხეების ანთება. რთულდება მენჯის ანთებითი დაავადებით, პერიჰეპატიტით, უნაყოფობით, სეპტიური აბორტით, ქორიოამნიონიტით(ორსულობის დროს). ახალშობილებში კონუქტივიტს შესაძლოა სიბრმავეც კი მოჰყვეს. 794 6-ს მოსწონს 1-ს არა
|