სხვა შემზარავად რეალისტური ტორტები, რომელთა გასინჯვას ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა 2016, 19 აპრილი, 10:50 სიტყვა ''ტორტის'' გაგონებისას თითოეულ ჩვენგანს თვალწინ წარმოუდგება ლამაზად მორთული, სურნელოვანი, მიმზიდველი და მადისაღმძვრელი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დაბადების დღების, ქორწილების და სხვა სადღესასწაულო სუფრებს ამშვენებს, თუმცა ამ ბოლო დროს მომრავლდნენ ისეთი კონდიტერები, რომლებიც არაორდინალურ, კრეატიულ ტორტებს ქმნიან. მათი "შედევრები" ზოგჯერ ისე შემზარავად გამოიყურება, რომ მირთმევის არავითარი სურვილი არ გვაქვს - პირიქით, ზიზღისა და შიშის გრძნობა გვეუფლება.
ნიუ-იორკელი მედიცინის და, 30 წლის კეტრინ დეიც ასეთი ექსტრავაგანტული, კრეატიულად მოაზროვნე კონდიტერების რიგს განეკუთვნება. ის ქმნის გასაოცრად რეალისტურ, შემზარავ, საშიშ ტორტებს, რომელთა გარეგნული სახე ზიზღს იწვევს, თუმცა, როგორც დეის კლიენტები ამბობენ, ისინი არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევიან. კეტრინი მიზანმიმართულად მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე და ცდილობს მათში სხვადასხვა გრძნობები და ემოციები გამოიწვიოს. საკონდიტრო "შედევრების" შექმნაში გოგონას ანატომიური წიგნები ეხმარება. ზურგის და თავის ტვინის მსგავსი ამ ტორტის გასინჯვას ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა, თუცა ამბობენ, რომ ის უგემრიელესია. კეტრინმა ტორტების შექმნა ორიოდე წლის წინ დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ აი ეს ''შედევრი'': ადამიანის გულის ფორმის ტორტი......ვერარანაირი ინტერესის ფასად ვერ შევძლებდი მის გასინჯვას. კონდიტერი ამბობს, რომ ასეთი ტორტების შექმნის დროს ყველაზე რთულია იმის გათვლა, რომ ტორტი ნაწილებად არ დაიშალოს. განა შეიძლება ამ ტორტის მიმართ გულგრილი დარჩეთ?- ის თან ზიზღს იწვევს, თან აღფრთოვანებას. ეს ნამუშევარიც საპირისპირო გრძობებს გამოიწვევს თქვენში. კეტრინი ირწმუნება, რომ მისი მიერ გაკეთებული ტორტის ნაჭერზე ჯერჯერობით უარი არავის უთქვამს, თუნდაც ეს იყოს ახალშობილის ფორმის ტორტი. დეი იწერს და შემდეგ თავის გვერდზე აქვეყნებს მისი ტორტების მომზადების საფეხურობრივ ეტაპებს, რათა მათი გაკეთება ყველამ შეძლოს (ოღონდ მე-არა!) განა შეიძლება ამ შედევრების მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს? თქვენ რას იტყვით, შეძლებდით ამ უცნაური ტორტების გასინჯვას? 2671 10-ს მოსწონს 1-ს არა
|