x
image
მოზამბიკელი
თავმდაბლობით ცამდე ასული- თემურ ელიავა
"მინდოდა თქვენთვის მეთხოვა, წაგეკითხათ თქვენი ლექსები, მაგრამ ვინაიდან

დღეს ჩემი საღამოა, ვიცოდი, ჩემზე კარგი სიტყვების ლაპარაკს დაიწყებდით, ამიტომაც გადავიფიქრე." უთხრა თემურ ელიავამ ჯემალ ინჯიას გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულ პოეზიის საღამოზე.

მან დააგვიანა, მაგრამ ეს იყო ლოდინი, რომელიც უეჭველად ღირდა.

მან დააგვიანა პოეტებისთვის ჩვეული დაგვიანებით, იმ ადამიანებივით, ვისთვისაც დრო ფული არ არის.


image

"-თემურ, ისე რას საქმიანობთ?"

"-არ მცალია სამსახურისთვის."

დარბაზში ორმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი მისი ლექსები წაეკითხა, ის

ჩვეული უბრალოებითა და მოწიწებით დასთანხმდა, მაგრამ ორივეჯერ დარბაზი

დატოვა.

"- მე, ჩემი ლექსების მოსმენა არ შემიძლია, თავს უხერხულად ვგრძნობ."

ის უბრალოა, მისი ლექსები კი ქვას ტეხს, მიწას ხსნის, ცას სწვდება და იქიდან

წვიმასავით მოედინება.

ის პოეტია, რომელსაც შეუძლია ლექსებით იმოგზაუროს იქ, სადაც მოისურვებს,

ის ჩვენი პოეტია- თავმდაბლობით ცამდე ასული- თემურ ელიავა.



0
564
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0