შოუბიზნესი ჰოლივუდის 10 ლამაზმანი, რომელიც ბიუსტჰალტერს არ ატარებს 2016, 13 აპრილი, 12:52
რეალურ ცხოვრებაში სახლიდან ქალის ბიუსტჰალტერის გარეშე გასვლა გარკვეულ სითამამეს და საკუთარ თავში დარწმუნებულობას საჭიროებს. ამ ფორმაში წითელ ხალიჩაზე გასვლას ხომ კიდევ მეტი გამბედაობა სჭირდება. თუმცა ქვემოთ მოყვანილი ცნობილი ლამაზმანებისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს არც სახლიდან გასვლისას და არც წვეულებებზე სიარულისას, მაშინაც კი, თუ დანამდვილებით იციან, რომ სადმე ახლოს აუცილებლად იქნებიან პაპარაცები.
10 ჰაიდი კლუმი ჰაიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, რომლის სილამაზეს ასაკი ვერაფერს აკლებს. თავბრუდამხვევი კარიერის მანძილზე მას ყველა ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელი აქვს მორგებული, როგორც პოდიუმზე, ასევე წითელ ხალიჩაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიუსტჰალტერი მას ნაკლებად ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რა აცვია, ბიუსტჰალტერს ჰაიდი იშვიათად ატარებს, რაც ნამდვილად თამამი საქციალია მის ასაკში, თუმდაც ამდენად ლამაზი ქალბატონისთვის. 9. კაილი ჯენერი კაილი - ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელზეც დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ. იგი მხოლოდ 18 წლისაა და უკვე საკუთარ ვილაში ცხოვრობს, წარმოუდგენლად ძვირ მანქანას ატარებს და ნებისმიერი ცნობილი დიზაინერის ნივთის შეძენის უფლება შეუძლია მისცეს საკუთარ თავს. კარდაშიანების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ცდილობს საკუთარი სახელის შექმნას: მან უკვე გამოუშვა პომადის საკუთარი ხაზი და სმარტფონის რამდენიმე აპლიკაცია. ამასთან, ახალგაზრდა ვარსკვლავს ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩაიცვას. კაილი თავისი ასაკისთვის საკმაოდ პროვოკაციულად იცვამს და, რაღა თქმა უნდა ხშირად სულაც არ ატარებს ბიუსტჰალტერს. 8. მერაია ქერი ჩვენი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი მომღერალი, რომელიც უკვე არაერთი ათწლეულია პოპულარობას არ კარგავს. მერაიას არასოდეს რცხვენოდა საკუთარი სხეულის გამოჩენა. იგი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ძალიან ღრმა დეკოლტეთი და, რაღა თქმა უნდა, ბიუსტჰალტერის გარეშე. 7. ოლივია უაილდი ნიჭიერი, ლამაზი, ვნებიანი და თვითდაჯერებული - ეს ის თვისებებია, რის გამოც ოლივია უაილდს შეუძლია საკუთარ თავს ნება მისცეს ბიუსჰალტერის გარეშე გამოჩნდეს და უკვე დაამტკიცა კიდეც, რომ ქალის სამოსის ეს ელემენტი არაფერში არ სჭირდება. 6. მირანდა კერი მირანდა კერი ცნობილი გახდა, როგორც Victoria’s Secret-ის ანგელოზი. ულამაზესი და საკუთარ თავში დარწმუნებული მოდელი კარიერის მანძილზე არაერთხელ გვინახავს პოდიუმზე საცვლების ამარა. თუმცა პოდიუმის მიღმა სუპერმოდელი ბიუსტჰალტერის გარეშე სიარულს ანიჭებს უპირატესობას. 5. გვინეტ პელტროუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, რომელსაც იწვევენ თითქმის ყველა გლამურულ ღონისძიებაზე. ბევრი ცნობილი დიზაინერი პატივად თვლის მისთვის სამოსის შექმნას. გვინეტი შეუდარებლად გამოიყურება როგორც ბიუსტჰალტერით, ასევე მის გარეშე. თუმცა თავად სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს უპირატესობას. 4. კიმ კარდაშიანი კიმ კარდაშიანი არაერთხელ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე შიშველი სხეულით. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ცნობილი ლამაზმანი ბიუსტჰალტერს არ ატარებს, არავისთვისაა გასაკვირი. უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი სხეულის გამოჩენაში არავინ ისეთი თვითდაჯერებული არ არის, როგორც კიმი. 3. სელენა გომესი ახალგაზრდა, ნიჭიერი და ლამაზი სუპერვარსკვლავი, რომელიც გამუდმებით პუბლიკის ყურადღების ქვეშ იმყოფება. ახალგაზრდა დივა საკმაოდ თვითდაჯერებულია იმისათვის, რომ ზედა საცვლის გარეშე იაროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმულობის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. 2. ჯენიფერ ლოურენსი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი, ლოურენსი ქალური ძლიერებისა და თვითდაჯერებულობის სიმბოლოა. მსახიობი ვითდაჯერებულია, უყვარს საკუთარი სხეული და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ბიუსტჰალტერზე უარის თქმაში - იქნება ეს წითელ ხალიჩაზე, კამერების წინ თუ უბრალოდ ქალაქში სეირნობისას. 1. რიანა საინტერესოა ოდესმე თუ უტარებია რიანას ბიუსტჰალტერი? მას უყვარს საკუთარი სხეული, საკუთარი თავი და ეს ხიბლავს მის თაყვანისმცემლებს. მისი სარისკო, პროვოკაციული სტილი ყველას ყურადღებას იპყრობს, მათ შორის უამრავი დიზაინერისას, რომლებიც პატივად მიიჩნევენ ამ მშვენიერი დივასთვის სამოსის შექმნას. 555 9-ს მოსწონს
|