საზოგადოება "ქ-ნი გუგულის მესამე, კარგი გამოსვლის აუდიოვერსია შთამომავლობას შემორჩება" (+ ვიდეო) 2016, 7 აპრილი, 17:17 ![]() ![]() როგორც იცით, გასულ წელს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზეც ქ-ნი გუგული მაღრაძის გამოსვლას იგივე რეზონანსი მოჰყვა. მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უხეშად დარღვევის შესახებ ისაუბრა. თუმცა ქართული საზოგადოების ყურადღება არა მისი გამოსვლის შინაარსმა, არამედ ფორმამ მიიპყრო. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს იგივე მდგომარეობაში ჩავარდა ქ-ნი ეკა ბესელია, რომლის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეაზე განსაკუთრებული ქილიკის მიზეზი გახდა. "ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი ან ახალაია" - ინგლისურად მიმართა დეპუტატმა ასამბლეას. თუმცა საქართველოში რეზონანსი არა ბესელიას ნათქვამის შინაარსს, არამედ მისი ინგლისურის გამოთქმას მოჰყვა. 525 6-ს მოსწონს
|