x
image
hamunaptra1990
"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას. "-რა ისტორიას იხსენებს ევა ბარბაქაძეზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

image
მთელი ქართული საზოგადოება განიცდის შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის თავს დატრიალებულ ტრაგედიას.

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ვატო გელაშვილი იხსენებს ერთ-ერთ ამბავს, რომელიც ამ პატარა გოგონას უკავშირდება. აი, რას წერს იგი სოციალურ ქსელზე ევა ბარბაქაძის შესახებ:



"2010 წელი იყო... კაფე ნიკალაში, პეკინზე მეგობართან ერთად ვსადილობდი.
უცებ რაღაც ხმაური ატყდა. ზოგმა შეიკივლა, ზოგმა სასწრაფოს დაურეკეთო იყვირა, ხანშიშესული ქალბატონი გამხდარიყო ცუდათ. ხალხიც მისეოდა საშველად. ზოგი პულსს უსინჯავდა, ზოგი ყურს უზელდა. მარა ყველაზე მეტი აქტიურობით ერთი პატარა, ნაქსოვ ქუდიანი, ელასტიკებიანი, დუტის ჟილეტიანი, ლამაზი გოგონა გამოირჩეოდა, იქნებოდა 10 ან 12 წლის, ხელში პლასმასის წყლით სავსე ბოთლი ეჭირა და მოხუც ქალბატონს დაქაჩული, შეწუხებული და აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. თან წყალს ხან ხელზე ისხამდა და სახეზე უსმევდა თავის ლამაზი თითებით, ხან ტუჩთან მიუტანდა და ყლუპებად ასმევდა ავადმყოფს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა, მოხუც მანდილოსანს დახმარება გაუწიეს. ფეხზე წამოაყენეს, მოკლედ მიხედეს.
ეს ლამაზი გოგონა, რომელიც რატომღაც ჩავთვალე, რომ საკუთარ ბებიას ეხმარებოდა, სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა თურმე ასე გამალებით. დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწვეს ბრძოლა. შორენას გოგოზე მაქვს ლაპარაკი. ჩემს ლამაზ, ქართველ, საამაყო გოგოზე. ღმერთმა ჯანმრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს და საქართველოს.
ps.სულით მახინჯებო სხვა სალაპარაკო თემა არ გაქვთ?"image


0
217
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0