x
image
hamunaptra1990
ნინი ბადურაშვილის ელენიკო მამასთან ერთად ისვენებს-"მამა და მასზე უზომოდ შეყვარებული შვილი!"
image
2012 წელს ცნობილი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის გათხოვებას დიდი სკანდალი მოყვა. ნინი ცოლად გაყვა მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, ყოფილ წყალბურთელს ირაკლი კუტალაძეს. მთელი საქართველო იყო ჩართული იმის განსჯაში, რომ ნინის არ შეეფერებოდა ირაკლი, უკეთესი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ ფულის გამო გაყვა ცოლად. მალე, სულ რაღაც ორ თვეში, ფეხმძიმე მომღერალი მეუღლეს დაშორდა და საქართველოში დაბრუნდა. ამის მერე იყო კიდევ ირაკლის სკანდალური განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა რომ ნინი პიარის გამო გათხოვდა. ესეც კიდევ გახდა იმის მიზეზი, რომ უსასრულოდ ეჭორავათ ნინიზე და მის მეუღლეზე.

შემდეგ გაჩნდა პატარა ელენიკო... მოკლედ საზოგადოებას ნინი ბადურაშვილზე სალაპარაკო თემა არ ელეოდათ და უსაფუძვლოდ შეეძლოთ ელანძღათ იგი. ასე გახდა ყველასთვის უცნობი ირაკლი კუტალაძე, ერთ-ერთი რიგითი რუსეთის მოქალაქე, საქართველოში სუპერ პოპულარული.

2013 წლის ივლისში, ქვეყანას მოევლინა პატარა ელენე. გოგონა საოცრად გავს მამას.

ირაკლი კუტალაძე ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამაა. ყოველ ზაფხულს მას თავისი პატარა გოგნა დასასვენებლად მიყავს. ახლაც ირაკლი თავის მშობლებთან და შვილთან ერთად თურქეთში ისვენებს.


ირაკლის მამა თეიმურაზ კუტალაძე, შვილიშვილზე აღფრთოვანებული, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს ელენიკოს ფოტოებს. ერთ-ერთ ფოტოზე სადაც ელენიკო მამამის სიყვარულით შესცქერის ბაბუამ ასეთი წარწერა გაუკეთა:

"მამა და მასზე უზომოდ შეყვარებული შვილი!!!"

image




imageimageimageimageimageimage

0
856
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0