x
image
hamunaptra1990
ლალი მოროშკინა-"ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ საქართველოში პატიმრები სცენაზე იდგებოდნენ და მითუმეტეს ამ სცენიდან განთავისუფლდებოდნენ!"

image
"ახალი ხმის" კონკურსანტი პატიმარის თეონა ყოლბაიას პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლებას დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ამ ამბავს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით ლალი მოროშკინა გამოეხმაურა:


"და კიდევ ერთხელ ვიტყვი ქართველები ყველაზე მაგრები არიან!
აქეთ შეგვედაროს ევროპა და ამერიკა!
ყველამ ვიცით რომ ჩაკეტილ სისტემაში ადამიანი ადამიანისთვის მტერია,
იქ მხოლოდ თვითგადარჩენა და ჯუნგლების კანონი არსებობს!
და ამ დროს საქართველოში მე-5 ქალთა ციხიდან ასეთი სოლიდარობა, ხელნაკეთი პლაკატები და დანთებული სანთლები თავიანთი თანასაკნელის გასაბედნიერებლად!!!
დიახ, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა სისტემის გაადამიანურება!
და მაინც ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ!
თეონა სცენიდან განთავისუფლდა და თითქოს ჩვენც ყველანი ცოტათი უკეთესები გავხდით...
ნეტა ამაღამ თუ ვინმეს დაეძინება?"


"აი, ყველაფერს ვიფიქრებდი ჩემს მრავალტანჯულ ცხოვრებაში,
მაგრამ იმას, რომ ვიქნებოდო სასჯელაღსრულების და
შსს მინისტრების(კახა, გოგა) ოფიციალური ფანი ვერასოდეს!!!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ ყოფილი ფეხბურთელი ნელ-ნელა ბრძენ და მჭერმეტყველ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ ახალგაზრდა პრემიერის და მისი ოჯახის დაცვას უაზრო თავდასხმებისგან
საკუთარი ღირსების საქმედ ჩავთვლიდი!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა,
რომ საქართველოში პატიმრები სცენაზე იდგებოდნენ და მითუმეტეს ამ სცენიდან განთავისუფლდებოდნენ!
ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა, რომ ....
....და კიდევ,
არსებობს ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა და რომ მითხრას:
-მორო, შენი ადგილი სოფელშია, წადი კომბოსტოს მიხედეო-წავალ!
ასე რომ არასოდეს თქვა არასოდეს...
გუშინდელმა ღამემ გაგვაკეთილშობილა..."

image
image

0
974
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
974
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0