საზოგადოება მამაკაცმა უსახსრობის გამო ფეხი საკუთარი ხელით მოიჭრა 2013, 13 ოქტომბერი, 11:09 მამაკაცმა ფეხი დაჟანგული ხერხით და პატარა დანით მოიჭრა, რადგან მას არ ქონდა საშუალება ქირურგისთვის მიემართა. 45 წლის ჩინელ მამაკაცს, Zheng Yanliang-ის, 2012 წლის იანვარში სიარულის დროს ფეხის ტკივილები დაეწყო. ექიმმა მას უიშვიათესი დაავადების, მასიური არტერიული თრომბოზის დიაგნოზი დაუსვა ორივე ფეხზე. მარჯვენა ფეხში ყველა არტერია დაზიანებული ჰქონდა და სამ თვეზე მეტს ვერ გასტანო, ასე "დაამშვიდეს" მამაკაცი ექიმებმა. ამის შემდეგ მას საშინელი ტკივილები დაეწყო, ტკივილი უკვე აუტენელი იყო და ამის გამო გადაწყვიტა მან ფეხი მოეჭრა ჩვეულებრივი დანით და ხერხით. ერთ ღამეს, როდესაც მის ცოლს დაეძინა აიღო ჯოხი, რომელიც ნაჭერში გაახვია და დაიჭირა კბილებით და შეუდგა ფეხის ამპუტაციას. დილით გაღვიძებოლ მეუღლეს კი უკვე ფეხმოჭრილი ქმარი დახვდა, ხოლო ნაჭერში გახვეულ ჯოხზე ქმრის ოთხი კბილი, რომელიც სიმწრიგან ისე აჭერდა ერთმანეთს, რომ მოსძვრა. თრომბოზის გამო მას ბევრი სისხლის არ დაუღვრია. მარჯვენა ფეხში ტკივილებს ვეღარ გრძნობს, სამაგიეროდ ახლა საშინელი ტკივილები მარცხენა ფეხშიც დაეწყო. რას მოიმოქმედება გამწარებული ადამიანი ჯერ უცნობია. 94 2-ს მოსწონს
|