x
image
hamunaptra1990
"ფეხმძიმე მამაკაცს", რომელიც მსოფლიოში ამ სახელით არის ცნობილი, გაყრის უფლებას არ აძლევენ
image

არიზონას სასამართლომ უარი უთხრა ტრანსექსუალ თომას ბითს განქორწინებაზე. თომასი მთელს მსოფლიოში ცნობილია "ფეხმძიმე მამაკაცის" სახელით. მან სქესის შეცვლის შემდეგ იქორწინა ქალზე და ქორწინების შემდეგ სამი შვილი გააჩინა.image

ერთსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვის გამო, არიზონაში მოქმედი კანონით, მოსამართლე დუგლას გერლაჰმა, თომას ბითისა და მისი მეუღლის, ნენსის ქორწინების 9 წლიანი კავშირი ბათილად გამოაცხადა. ვინაიდან თომასს არ აქვს წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც იგი დაამტკიცებს, რომ დაქორწინების მომენტში ის მამაკაცი იყო. თომასის პრესმდივანმა, რაიან გორდონმა განაცხადა, რომ თომასი მოსამართლის სიტყვებმა შოკში ჩააგდო და ამიტომ იგი გასაჩივრებას აპირებს. რაიანის თქმით თომასი, დოკუმენტების მიხედვით მამაკაცი იყო, ხოლო ის რომ მას შენარჩუნებული ჰქონდა ქალის რეპროდუქციული ორგანოები, ეს არავის არ ეხება. მართალია ქორწინების შემდეგ თომასმა შეწყვიტა ჰორმონების მიღება, რათა დაორსულებულიყო.

თომასი დაბადებიდან გოგონა იყო და ერქვა ტრეისი, რომელიც ცხოვრობდა ჰავაიზე. აი ეს მისი ფოტოებია, ვიდრე იგი მამაკაცად გახდომას მოისურვებდა.image

1997 წლიდან მან გაიკეთა მკერდის ოპერაცია და ღებულობდა ტესტოსტერონს. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიცვალა სახელი და დაირქვა თომასი.


2003 წელს კი ცოლად მოიყვანა ნენსი. ვინაიდან ნენსი უნაყოფო იყო, თომასმა გადაწყიტა, რომ თვითონ გაეჩინა შვილები. ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ თომასმა სამი შვილი გააჩინა. ახლა მისი შვილები 4, 3 და 2 წლისები არიან. ოჯახი მოგვიანებით არიზონაში გადავიდა საცხოვრებლად.

თანდათან "ცოლ-ქმარს" შორის ურთიერთობა დაიძაბა და გადაწყვიტეს განქორწინება, მაგრამ არიზონაში არ არსებობს კანონი, რომლითაც მათ გაყრიან და მათი ქორწინებაც იურიდიულად უკანონოდ ითვლება.


imageimage

0
121
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0