საზოგადოება ბაკურ ბაკურაძე ივანიშვილს-ვუსმინოთ კაი ხანს "შედი ქალო ბუტკაში!"-ს. იგი უკრაინულ მედიასივრცეში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება-"არ ანახოთ ეს კადრები არც ამერიკელებს და არც ევროპელებს! 2015, 26 ოქტომბერი, 0:00 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე "ფეისბუქით" ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: "მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან დავიღალე სიტყვათაწყობა - "შედი ქალო ბუტკაში!"-ის მოსმენით. უმორჩილესად გთხოვთ, დღეს იმედის პირდაპირ ეთერში რაიმე ახალი ანეკდოტი მოყევით, რომ მისი ფრაზებით შეიცვალოს ეს მობეზრებული და უკვე გამაღიზიანებელი გამონათქვამი..." "გავარკვიე, რომ ბიძინა ივანიშვილი ნატრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადარჩეს და გახდეს საზოგადოების წევრი, გაბრაზებულია ელისო კილაძეზე და გამწარებული გიორგი მარგველაშვილზე... დანარჩენი ლირიკაა... ხო, კიდევ ერთი რამ, ახალი გამოთქმა შევისწავლე კილო-კავიდან: "ჩაჭიდებული საუბარი!" P.S. ჩემი თხოვნა არ შეასრულა, ახალი ანეკდოტი არ მოყვა, ასე რომ ვუსმინოთ კაი ხანს "შედი ქალო ბუტკაში!"-ს. ბაკურ ბაკურაძე, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება აღშფოთებულია უკრაინულ მედიასივრცესი გავრცელებული წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით: "ახლა შევხედე ბოლოს გავრცელებულ კადრებს! საერთოდ ბევრს ვფიქრობ, დასავლეთის ნაწილი, რატომ უჭერს მხარს დღემდე მიშას და ნაცებს! არ ანახოთ ეს კადრები არც ამერიკელებს და არც ევროპელებს! აზრი არ აქვს! პირიქითაა ყველაფერი პირიქით! დაევასებათ, ჩამოვლენ და მოითხოვენ ციხეში ჩაჯდომას! დაევასებათ..." 157 1-ს მოსწონს
|