ქალი და მამაკაცი ულამაზესი ნინი გოგიჩაიშვილი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზეა შეყვარებული 2016, 28 მარტი, 3:06 ქართული შოუბიზნესის ცნობადი სახე, ულამაზესი ნინი გოგიჩაიშვილი, რომელიც საქართველომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ით გაიცნო შეყვარებულია. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია გახლავთ. ალბათ იცით, რომ ის გერმანული "დუისბურგისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელია. წყვილი ერთად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, გრძნობებს არ მალავენ და საერთო ფოტოებსაც ავრცელებენ სოციალურ ქსელში, თუმცა პირად ცხოვრებასა და სიყვარულის ისტორიაზე საუბარს თავს არიდებენ. ნინიმ დაადასტურა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული სწორედ გიორგია, თუმცა დეტალების გამხელისაგან თავი შეიკავა. ნინი საკმაოდ ცნობადი ოჯახიდანაა, ბებია-ბაბუა მსახიობები ჰყავს, მამამისს გიორგი გოგიჩაიშვილს, იგივე გოგიჩას მთელი საქართველო იცნობს, ის ტელეწამყვანია, დედამისი ნათია ბანძელაძე კი ჟურნალისტია. ნინის დაც ჰყავს, ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც საქართველოში საკმაოდ წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია. ბევრს ჭორაობდნენ, რომ ნინის რომანი ჰქონდა ბერა ივანიშვილთან, თუმცა ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. "თაყვანისმცემლების რაოდენობით ბავშვობიდან განებივრებული ვარ. რომანტიკული ადამიანი არ ვარ, ამიტომ მამაკაცებს ბევრი ფიქრი უწევთ ხოლმე ჩემი გულის მოსაგებად. ქერა ბიჭებზე მეტად, ბავშვობიდანვე შავგვრემანებს ვანიჭებდი უპირატესობას. ჩემი რჩეული აუცილებლად, განათლებული და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი უნდა იყოს"-გვიამბობდა ნინი და აღნიშნავდა, რომ შეყვარებული არასდროს ყოფილა. როგორც ჩანს გიორგი მისი პირველი სიყვარულია. გიორგი ჭანტურია დაქორწინებული გახლდათ მიმი შელიაზე. გოგონა რუსეთში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. მას ქართველ ირინა შეიკადაც კი მოიხსენიებენ. მიმი შელია 632 4-ს მოსწონს
|