კინო ეშტონ კატჩერის არგენტინული ვოიაჟი და თაყვანისმცემლებთან გადაღებული ბევრი სელფი 2016, 18 მარტი, 23:57 ჰოლივუდის ვარსკვლავი 38 წლის ეშტონ კატჩერი არგენტინის დედაქალაქს ბუენოს აირესს სტუმრობდა, რის შესახებაც არგენტინელები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. ეშტონ კატჩერის არგენტინული ვოიაჟი და თაყვანისმცემლებთან გადაღებული ბევრი სელფი, მის ერთ - ერთ მთავარ როლს უკავშირდება.მსახიობის გამოჩენამ აჟიოტაჟი დ გადაჭარბებულად ამაფორიაქებელი ატმოსფერო გამოიწვია ქალაქის ქუჩებში. დემი მურის ყოფილმა ქმარმა, რომელიც ამჟამად ოფიციაურ ქორწინებაში იმყოფება ჰოლივუდის ლამაზმანთან მილა კუნისთან და რომელთანაც პატარა გოგონა ჰყავს, 5 საათის განმავლობაში ორჯერ მოახერხა ტანსაცმლის გამოცვლა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პაპარაცებს. ვარსკვლავი არ ელოდებოდა ქუჩაში წარმოუდგენელი სიმრავლის ხალხის დახვედრას, რაც მის შემთხვევით ჩაცმულ შავ მაისურს, ჯინსებს, შავ ფეხსაცმელს და ნაცრისფერ "cardigan" ეტყობოდა - წერს წყარო.რასაც ვერ ვიტყვით "ველური ვარსკვლავის" საღამოს ჩაცმულობაზე. მსახიობი ლურჯ შარვალ - კოსტუმში და ქათქათა თეთრ პერანგში ბოლო მოდის შოკოლადის ფერი ფეხსაცმელებით ანუ, როგორც იტყვიან ძალიან გადაპრანჭული და წინასწარ მომზადებული შეხვდა ქუჩაში გამოსულ ათასობით გულშემატკივარს.იყო უამრავი სელფი ადამიანებთან განურჩევლად ასაკისა და სქესისა, იყო ხელმოწერები, იყო სამახსოვრო ავტოგრაფები. მოკლედ, მსახიობი არ დაღლილა და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი ფანებს."new Netflix comedy" ახალ კომედიურ ფილმში მსახიობი თამაშობს ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელის როლს, რომელიც 15 წლის შემდეგ ბრუნდება სახლში, რათა დაეხმაროს საკუთარ მამას ოჯახური რანჩოს მართვაში.მსახიობს პარტნიორობას უწევს დენი მასტერონი. 106 6-ს მოსწონს
|