x
image
K.P.
"საოცარ ”ვიდზეც” იყო"-რომელმა ქართველმა მოხიბლა ნუკი და ბენი? "ჩვენი აზრები იყოფა"

image
ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეეკრანებზე აღარ ჩანს, ნუკის პირადი ცხოვრებისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. გოგონა ახერხებს და რეიტინგს ინარჩუნებს, რისთვისაც სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებს და საკუთარი ყოველდღიურობის თუ ოჯახური ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ნუკის რჩეული ბენი პოფესიით ექიმია. წყვილი მალე შვილების გაჩენასაც გეგმავს.

"რამდენიმე დღე ჩამოვშორდით მანჰეტენის ჟრიამულს და მშობლების მიერ დატოვებული სახლი დავიპყარით! ჩვენი აზრები იყოფა, ბენს უფრო დიდი სახლი მშვიდ უბანში ურჩევნია, მე ჩვენი ერთი ბეწო, მაგრამ ქალაქის შუა გულში მომწონს... ჩემმა აზრმა გადაწონა და მგონი, მთავარი ფაქტორი იყო ჩემი ბუხარში შეძრომა (გამოკვლევის და შეშინება-დამალვის მიზნით), რის მერეც გადაწყდა, რომ ჩემი მარტო დიდ სახლში დატოვება საშიშია!"-წერს ნუკი სოციალურ ქსელში.image

ნუკი და ბენი ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის ალბომის პრეზენტაციაზეც იყვნენ. (შეგახსენებთ რომ, ნინი შერმადინი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, დღისით ბანკში მუშაობს, საღამოს კი ივენთებზე მღერის.)

"გუშინ ვიყავით მე და ბენი ნინის ახალი ალბომის პრეზენტაციაზე.. საოცარი დრო ვატარეთ ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და რაც მთავარია დავტკბით ნინის შემოქმედებით!!! გილოცავ კიდევ ერთხელ!!! და ეს დასაწყისია!!! ბევრი წარმატება გელოდება, ძალიან მეამაყები და მიყვარხარ!!!!!

პ.ს. გარდა იმისა რომ დაგვატკბო ტკბილი ხმით და მაგარი სიმღერებით, საოცარ ”ვიდზეც” იყო, თვალს ვერ ვაშორებდით, მაგარი გოგი ხარ, ბევრი წარმატება შენ.. !!!!"-წერს ნუკი და ფოტოსაც აქვეყნებს.image

0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0